თამთა მეგრელიშვილი: ნინო ლომჯარიას თავის მართლებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ გერმანიის საელჩოშიც იყო და ელჩ ფიშერსაც იმაზე ესაუბრა, რასაც „იმედი“ ამბობდა - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 მარტი 2026, 17:21

ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ნინო ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება,სადაც ლომჯარია წერს, რომ თითქოს ტელეკომპანია „იმედმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა და არ ყოფილა გერმანიის საელჩოში ელჩ ფიშერთან შეხვედრაზე.

მეგრელიშვილის შეფასებით, ლომჯარიას თავის მართლება კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ინფორმაციას, რომ გერმანიის საელჩოშიც იყო და ელჩ ფიშერს სწორედ იმაზე ესაუბრა, რასაც იმედი ამბობდა - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

„თქვენი არ ვიცი, მაგრამ ლომჯარიას ამ თავის მართლებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ გერმანიის საელჩოშიც იყო და ელჩ ფიშერს სწორედ იმაზე ესაუბრა, რასაც იმედი ამბობდა - ანუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. საგულისხმოა ის, რომ ლომჯარია ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მოცემულობად აყენებს, თუმცა ისრების გადმოტანას მთავრობისკენ ცდილობს. დაბნეული და დეზორიენტირებული ადამიანის პოზიციაა ეს, რაც აქ დაწერა“, - წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი