ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალებზე: მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ. მათთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ უცხოეთიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 აპრილი 2026, 18:22

მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

ნიკოლეიშვილის თქმით, რადიკალებისთვის მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ უცხოეთიდან და ამის საშუალებით არეულობა და დესტაბილიზაცია მოაწყონ ქვეყანაში.

„რაც შეეხება პოლიტიკური ველის გასუფთავებას, პოლიტიკური ველი გასუფთავებული უნდა იყოს ზუსტად კრიმინალებისგან, ბანდიტებისგან, რომლებსაც პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ. კარგად შევხედოთ კიდევ ერთხელ, ვინ არიან ოპოზიციის ლიდერები. თითქმის ვერ მანახებთ ადამიანს, რომელსაც ან კრიმინალური წარსული არ ჰქონდეს, კანონი არ ჰქონდეს დარღვეული საქართველოში, ან ვერ მანახებთ ადამიანს, რომელსაც რაიმე სახის რეიტინგი გააჩნია.

რაც შეეხება ახალი ოპოზიციური პარტიების თუ ახალი პარტიების წარმოქმნას, კი ბატონო, თუკი ასეთი მოთხოვნაა საზოგადოებაში, ამას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ კიდევ ერთხელ, პოლიტიკა დაკომპლექტებული უნდა იყოს პატიოსანი, ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც უყურებენ ქვეყანაში მშვიდობის განვითარებას, სტაბილურობის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას, უსაფრთხოების განმტკიცებას.

შემიძლია ხაზი გავუსვა, ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც ვფიქრობთ და დამერწმუნეთ, ეს ასე იქნება, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება იმ პრინციპით, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ისეთი, რომელიც შეესაბამება ერთი მხრივ, ეროვნულ ინტერესებს, მეორე მხრივ საზოგადოების მოთხოვნას.

მე როდესაც ვიძახი იმის თაობაზე, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ნეიტრალური სახელმწიფო, ეს არის საზოგადოების შეკვეთა. ეს ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა ასე, რომ ნეიტრალიტეტი უფრო სასარგებლოა მისთვის და რის გამოც, გარკვეული საკითხებიდან გამომდინარე პარტიად ჩამოვყალიბდით“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი