ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი და სხვა არა ერთი ტიტულის მფლობელი ვიქტორ სანეევი ავსტრალიაში, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის ბოლო წლები ავსტრალიაში ცხოვრობდა.