დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 მარტი 2026, 19:49

შესაძლოა საქართველოს განხილვა ორშაბათს - არა იმდენად „საქართველოს კრიზისს“ ეხებოდეს, რამდენადაც ბრიუსელის მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენის ბერკეტები რეგიონში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით ევროპასა და აზიას შორის,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის მოახლოებულ მინისტერიალზე.

ექსპერტი წერს, რომ საქართველოს საკითხის განხილვა მაშინ, როცა ევროკავშირი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ კრიზისს აწყდება, წარმოუდგენელია.

„ევროკავშირის 16 მარტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის მიერ „საქართველოს საკითხის“ განხილვა მართლაც გარკვეულ პარადოქსს თუ არა, პოლიტიკურ შიზოფრენიას წააგავს. თუ მთლიანად ევროპის დღის წესრიგს შევხედავთ, დღეს ევროკავშირი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ კრიზისს აწყდება: ომი უკრაინაში, არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში, მიგრაციული კრიზისი ხმელთაშუა ზღვაში, ეკონომიკური სტაგნაცია ევროკავშირის წამყვან ეკონომიკებში, ენერგეტიკული კატასტროფა, ბალკანეთზე მზარდი კრიზისი და თავად კავშირის შიგნით პოლიტიკური ფრაგმენტაციის ზრდა. ამ ფონზე ქვეყნის საკითხის განხილვა, რომლის მოსახლეობა 4 მილიონიც არაა, რომელიც ევროკავშირის წევრი არაა და ევროპული უსაფრთხოებისთვის არანაირ პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მართლაც აჩენს კითხვებს ბრიუსელის დიპლომატიის პრიორიტეტებთან და მის პოლიტიკურ-ფსიქიატრიულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუმცა, მაინც ჩავწვდეთ ბრიუსელის ლოგიკას, რომელშიც საქართველოს თემა რამდენიმე კონკრეტული მიზეზით შეიძლება გაჩენილიყო.

პირველ რიგში, საუბარია პოლიტიკურ დაპირისპირებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის - არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის, „ეფშტეინის ცივილიზაციისაგან" საკუთარი თაობების დაცვის, მედიისა და პოლიტიკური სისტემის შესახებ მიღებული კანონების გარშემო. ევროკომისია და ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯები საქართველოს „აშორებს იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებისთვის". რეალურად კი, მათ აშინებს „ქართული პრეცედენტი", როდესაც კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატი ქვეყანა აშკარად ატარებს სუვერენულ პოლიტიკას, რომელიც არ ემთხვევა ბრიუსელის პოლიტიკურ ხაზს და ბევრი ევროპული პარტიისთვის საშიშ და მისაბაძ მაგალითად იქცევა.

არსებობს კიდევ უფრო პრაგმატული, გეოპოლიტიკური მოსაზრება - სამხრეთ კავკასიამ ბოლო წლებში მკვეთრად გაზარდა თავისი მნიშვნელობა ენერგეტიკული მარშრუტებისა და სატრანსპორტო კორიდორების გამო, რომლებიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. საქართველოს ტერიტორიაზე გადის „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი ელემენტები (რკინიგზები, მილსადენები და სატრანსპორტო მარშრუტები, ცოფრულ-ტექნოლოგიური ხაზები), რომლებიც ევროკავშირს კასპიის რეგიონთან და ჩინეთთან აკავშირებს. ამიტომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს პოლიტიკური გავლენა თბილისზე, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობები რთულდება. მინისტრების დონეზე განხილვა სწორედ ასეთი სიგნალია:

ევროკავშირს სურს გააგრძელოს მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკური კურსის ფორმირებაში. თუ ამ პროცესს უფრო რეალისტური, პრაგმატული, სახელმწიფოზე ორიენტირებული თვალსაზრისით შევხედავთ - აქ შეიძლება დავინახოთ დიდი პოლიტიკის კლასიკური ლოგიკა. ევროპული დიპლომატია იშვიათად მოქმედებს მხოლოდ მორალური ან სამართლებრივი არგუმენტებით - უფრო ხშირად საქმე ეხება პოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პროცესებზე გავლენის შენარჩუნებას. ამიტომ შესაძლოა საქართველოს განხილვა ორშაბათს - არა იმდენად „საქართველოს კრიზისს“ ეხებოდეს, რამდენადაც ბრიუსელის მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენის ბერკეტები რეგიონში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით ევროპასა და აზიას შორის. აქედან გამომდინარე, დავაკვირდეთ, დაველოდოთ - თუმცა გადაჭარბებული ოპტიმიზმის გარეშე. კი ბატონო, აშკარა ანტიქართულმა ვექტორმა ძალა დაკარგა, თუმცა მაინც, მრავალი ევროპელი პოლიტიკოსის თვალში საქართველოს განხილვა წარმოადგენს პოლიტიკური ზეწოლის მორიგ ინსტრუმენტს და უკმაყოფილების სიგნალს. მაგრამ პარადოქსი ზუსტად იმაშია, რომ რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში, მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა. სწორედ ამიტომ მსგავსი „მინისტერიალური განხილვები“ ხშირად მთავრდება არაფრისმიმცემი დეკლარაციებითა და სამარცხვინო განცხადებებით - ხოლო პრაქტიკულ და რადიკალურ გადაწყვეტილებებამდე იშვიათად მიდის. ეშინიათ ჩვენი - ამასაც მოვესწარით“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი