უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ყირიმი და დონბასი დაკარგა, 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, ამ ყველაფრის ფონზე, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 აგვისტო 2025, 11:09

უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს საკითხი სამუდამოდ ჩაიხურა, უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, უკრაინიდან 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, უკრაინული ათობით ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, უკრაინული ეკონომიკა სულს ღაფავს და საგარეო დახმარებით ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული, რეცესიას ემატება ისიც, რომ უკრაინული წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგო-ინფრასტრუქტურა ჩამოშლილია, რის რეკონსტრუქციასაც მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ათობით წელი და ინტეგრალურად 525 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება, - წერს საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი, ექსპერტი ლუკა ეხვაია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამ ყველაფრის ფონზე, ცდილობენ, რომ საზოგადოება უკრაინის გამარჯვებაში დაარწმუნონ, რაც იმ მახინჯი იდეოლოგიზაციისა და უტიფარი პროპაგანდისტული კამპანიის შედეგია, რასაც დასავლური და მათი სატელიტი ადგილობრივი მედია თუ არასამთავრობოები, უკვე წლებია, ურცხვად განაგრძობენ. ეხვაიას თქმით, მათ „მშვიდობა“ საქილიკო ტერმინად და პარტიულ მარკერად აქციეს და ხალხს სიმულაციაში აცხოვრებენ, თუმცა, საქართველოში ეს კამპანია დამარცხდა და მშვიდობის დისკურსმა გაიმარჯვა.

„უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს საკითხი სამუდამოდ ჩაიხურა, უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, უკრაინიდან 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, უკრაინული ათობით ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, უკრაინული ეკონომიკა სულს ღაფავს და საგარეო დახმარებით ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული, რეცესიას ემატება ისიც, რომ უკრაინული წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგო-ინფრასტრუქტურა ჩამოშლილია, რის რეკონსტრუქციასაც მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ათობით წელი და ინტეგრალურად 525 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება. გარდა ამისა, სიღარიბის მაჩვენებელი ხუთჯერაა გაზრდილი, 7 მილიონზე მეტი უკრაინელი ომის პირობებში სიღარიბეში ცხოვრობს, მოსახლეობის 40%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა, სხვადასხვა პროექციის მიხედვით, 2051 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 25 მილიონამდე შემცირდება, რაც დემოგრაფიულ კატასტროფას ნიშნავს.

ამ ყველაფრის ფონზე, უკვე ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვა, რადგან ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს და რადგან ევროპა „ერთ მუშტადაა შეკრული“ - აი, ესაა იმ მახინჯი იდეოლოგიზაციისა და უტიფარი პროპაგანდისტული კამპანიის შედეგი, რასაც დასავლური და მათი სატელიტი ადგილობრივი მედია თუ ენჯეობი წლებია ურცხვად განაგრძობენ, „მშვიდობა“ საქილიკო ტერმინად და პარტიულ მარკერად აქციეს და ხალხს ისეთ სიმულაციაში აცხოვრებენ, რისი დასასრულიც მხოლოდ თვითდესტრუქცია შეიძლება იყოს.

საქართველოში ეს კამპანია და გარე ძალების გეოპოლიტიკური მიზნები დამარცხდა, მშვიდობის დისკურსმა გაიმარჯვა, ახლა უკვე დროა უფრო წინ წავიწიოთ და იმაზე ვიფიქროთ, რა უნდა დავაშენოთ მდგრად მშვიდობაზე“, - წერს ლუკა ეხვაია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი