ევროკავშირის მიზანია უზრუნველყოს უკრაინაში დაბრუნება „განხორციელდეს თანდათანობით და მდგრადი რეინტეგრაციის აქცენტით“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 სექტემბერი 2025, 11:38

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინელი ლტოლვილების მიმართ ბრიუსელის პოზიციების ცვლილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების თანახმად, ბრიუსელი შეიძლება უკრაინელ ლტოლვილებს სახლში დაბრუნებაში, ან სამუშაოსა და სწავლის საფუძველზე, ბინადრობის ნებართვის მიღებაში დაეხმაროს, - წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი უკრაინელი მოქალაქეების დაცვისათვის მიღებული პაკეტის გაუქმებას გეგმავს. დავით ქართველიშვილის განმარტებით, ბრიუსელის მიერ მიღებული რეკომენდაციები მიზნად ისახავს ლტოლვილების უკრაინაში დაბრუნებას ან მათთვის ბინადრობის უფლების აღების უზრუნველყოფას.

„ალბათ საქართველოსაც მოუწევს უკრაინელი ლტოლვილების მიმართ ევროკავშირთან სინქრონიზებული ნაბიჯების გადადგმა. მათი დროებითი დაცვის სანაცვლოდ, ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების თანახმად, ბრიუსელი შეიძლება უკრაინელ ლტოლვილებს სახლში დაბრუნებაში, ან სამუშაოსა და სწავლის საფუძველზე, ბინადრობის ნებართვის მიღებაში დაეხმაროს. ევროკავშირი გეგმავს თანდათანობით გააუქმოს უკრაინის მოქალაქეებისთვის მიღებული დაცვის პაკეტი, რომლებმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო დატოვეს საკუთარი ქვეყანა.

ევროკავშირის საბჭოს მიერ სამშაბათს, 16 სექტემბერს, მიღებული ზოგადი რეკომენდაციები მიზნად ისახავენ ლტოლვილების უკრაინაში დაბრუნების, ან ევროკავშირის ქვეყნებში სხვა კანონიერი ბინადრობის სტატუსების მიღების უზრუნველყოფას. ევროკავშირის მიზანია უზრუნველყოს უკრაინაში დაბრუნება „განხორციელდეს თანდათანობით და მდგრადი რეინტეგრაციის აქცენტით“.

კერძოდ, ევროკავშირის მთავრობებს შეუძლიათ უკრაინელ ლტოლვილებს უკრაინაში „გაცნობითი ვიზიტების“ უფლება მისცენ. არაა გამორიცხული, რომ მსგავსი „გაცნობითი ვიზიტების“ სერვისი მათ საქართველომაც შესთავაზოს. ერთგვარი „ბარტერის“ სახით - უკრაინის მხრიდან საქართველოში ტროტილისა და ჰექსოგენის მიწოდების ნაცვლად, ჩვენ უკრაინას ბრძოლისუნარიან მამაკაცებს გავუგზავნით, ევროსაბჭოს მიერ შემოღებული რეკომენდაციების საუკეთესო ტრადიციებში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი