მავანნი ირწმუნებოდნენ, პრეზიდენტმა ყაველაშვილმა „ნაცპროპაგანდის" სტილში შეთხზა, რომ ტრამპს ესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე - მეზღაპრეები ვინ აღმოჩნდნენ, ნათელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 სექტემბერი 2025, 12:03

მავანნი ირწმუნებოდნენ, პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ნაცპროპაგანდის სტილში შეთხზა, რომ ტრამპს ესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე. მეზღაპრეები ვინ აღმოჩნდნენ, ნათელია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართული ვახშმიდან აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედისთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოს.

აბაშიძის თქმით, მეზღაპრეები ვინ აღმოჩნდნენ, ამ ფოტოთი ნათელია.

"მავანნი ირწმუნებოდნენ, პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ნაცპროპაგანდის სტილში შეთხზა, რომ ტრამპს ესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე. მეზღაპრეები ვინ აღმოჩნდნენ, ნათელია.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაური დაესწრო შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამს. ღონისძიება გენ.ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა.

მოგვიანებით პრეზიდენტმა ყაველაშვილმა აღნიშნა: აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან." - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი