თამარ ტალიაშვილი მართლაც შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ასისტენტის მოდგილეს, მაგრამ ეს შეხვედრა იყო მორიგი, რიგითი სახის და ის გაიმართა მშვიდ და მეგობრულ გარემოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ოქტომბერი 2025, 23:05
„ხალხის ძალის“  წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელებსა და ოპოზიციის მიერ მართულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოს აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს, „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

დავით ქართველიშვილი კონკრეტულად რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს ეხმიანება აღნიშნულთან დაკავშირებით და წერს, რომ თამარ ტალიაშვილი მართლაც შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ასისტენტის მოდგილეს, მაგრამ ეს შეხვედრა იყო მორიგი, რიგითი სახის და ის გაიმართა მშვიდ და მეგობრულ გარემოში. 

„ხალხო, დაიშალეთ! ნანულა [ნანუკა ჟორჟოლიანი] სანამ ენის ონკოლოგიას არ „გაიჩალიჩებს“ (ღმერთმა დაიფაროს!), არ დაწყნარდება. 

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი მართლაც შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ასისტენტის მოდგილეს, მაგრამ, შეხვედრა გაიმართა ამ უკანასკნელის ინიციატივით და მიმდინარეობდა მშვიდ და მეგობრულ გარემოში. ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან პროტესტის გამოთქმის თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული წარმოადგენდა რიგით ორმხრივ შეხვედრას. საქართველოს ელჩი არ ყოფილა დაბარებული სახდეპში და ადგილი არ ჰქონია საპროტესტო ნოტის ან დემარშის გადაცემას.

თამარ ტალიაშვილის მიერ დაფიქსირდა, რომ საქართველო აშშ-ს მოიაზრებს როგორც სტარტეგიულ პარტნიორს და სუს-ის ახალი დირექტორი მამუკა მდინარაძე თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს სწორედ აშშ-ში. ასევე, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში უმაღლეს დონეზე არის უზრუნველყოფილი როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე, უცხოელი დიპლომატების უსაფრთხოება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი