დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: ომის ფასი ორივე მხარისთვის უკიდურესად მაღალი აღმოჩნდა იმ მასშტაბთან შედარებით, რაც ფრონტის ხაზის ფაქტობრივმა ცვლილებებმა მოიტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 16 ივნისი 2026, 11:56

„ფაქტია, რომ თუ შევადარებთ რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს 2022 წლის დასაწყისში და დღევანდელ დღეს, წმინდა ტერიტორიული მატება მართლაც არ იზომება ათეულობით ან ასეულობით ათასი კვადრატული კილომეტრით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას ეხმიანება.

მისი თქმით, ომის ფასი ორივე ქვეყნისთვის უკიდურესად მაღალია, იმ მასშტაბთან შედარებით, რაც ფრონტის ხაზის ფაქტობრივმა ცვლილებებმა მოიტანა.

„უკრაინის ფრონტზე პატური სიტუაციაა თუ „ცუნგცვანგი“, ეს ჭადრაკის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა გაარჩიონ. ჩვენ კი მშრალ ფაქტებს დავუბრუნდეთ. ფაქტია, რომ თუ შევადარებთ რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს 2022 წლის დასაწყისში და დღევანდელ დღეს, წმინდა ტერიტორიული მატება მართლაც არ იზომება ათეულობით ან ასეულობით ათასი კვადრატული კილომეტრით. სხვადასხვა კვლევითი ცენტრი ოდნავ განსხვავებულ შეფასებებს აქვეყნებს, თუმცა ეს მასშტაბი დაახლოებით 8–10 ათასი კვადრატული კილომეტრია, ანუ საუბარია დაახლოებით კახეთის რეგიონზე, საგარეჯოს რაიონის გამოკლებით. ეს არის მიმდინარე ომის 53-თვიანი „რუსული ნადავლი“.
ამ შედეგისთვის გადახდილი ადამიანური ფასი შეუდარებლად უფრო დიდია. ზუსტი დანაკარგები კვლავაც დავის საგანია, რადგან არც მოსკოვი და არც კიევი არ აქვეყნებენ სრულ და რეგულარულად განახლებულ სტატისტიკას. თუმცა დასავლური, უკრაინული და რიგი დამოუკიდებელი რუსული შეფასებების უმრავლესობა თანხმდება, რომ ორივე მხარის სამხედრო დანაკარგები (დაღუპულები და დაჭრილები) ასეულ ათას ადამიანზე მეტით იზომება და შესაძლოა ორივე მხრიდან ნახევარ მილიონზე მეტს აღწევდეს. ხოლო ომის საერთო დემოგრაფიული შედეგები უკრაინისთვის - ემიგრაციის, იძულებითი შიდა გადაადგილების, შობადობის შემცირებისა და სხვა ფაქტორების ჩათვლით, მილიონობით ადამიანს ეხება.

ასევე რთულია იმის უარყოფა, რომ ნგრევის მასშტაბები კოლოსალურია. აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის მრავალი დასახლებული პუნქტი სერიოზულად დაზიანდა ან პრაქტიკულად მიწასთან გასწორდა. დაზიანდა საცხოვრებელი კვარტლები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სამრეწველო საწარმოები, გზები, ხიდები, პორტები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. ამიტომაც არსებობს მოსაზრება, რომელიც შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: თუ ერთმანეთს შევადარებთ ტერიტორიულ ცვლილებებს და ადამიანურ, ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ დანაკარგებს, ომის ფასი ორივე მხარისთვის უკიდურესად მაღალი აღმოჩნდა იმ მასშტაბთან შედარებით, რაც ფრონტის ხაზის ფაქტობრივმა ცვლილებებმა მოიტანა.

ეს უფრო პოლიტიკური და მორალური შეფასებაა, ვიდრე მათემატიკური ფორმულა, თუმცა სწორედ ამ საკითხის გარშემო მიმდინარეობს დღეს დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში და საერთაშორისო დამკვირვებელთა წრეებშიც. ამ მათემატიკის ფონზე იმის აღიარება, რომ პუტინმა რამე მოიგო, აბსურდია. მაგრამ აბსურდია იმის აღიარებაც, რომ მასზე უკრაინამ მიაღწია გამარჯვებას. გახსოვთ კიეველი მიხეილ ბულგაკოვის (რომლის ძეგლი სამშობლოში განადგურდა) „ოსტატ და მარგარიტადან“ ბეჰემოტის აყვანის ოპერაციის ცნობილი ეპიზოდი, როდესაც ჩეკისტები (პუტინი) გამუდმებით ესვრიან ჭაღზე ჩამოკიდებულ ბეჰემოტს (ზელენსკი), რომელიც ასევე სროლით პასუხობს, მაგრამ ყოველგვარი პრაქტიკული შედეგის გარეშე. ამიტომ ითხოვენ ორივე ქვეყნის ელიტები, როგორც მინიმუმ, სახელმძღვანელო რგოლის ჩანაცვლებას, ვინაიდან არსებულების ხელში „პატია“ ან „ცუნგცვანგი“...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი