თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია, ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 07 ივლისი 2026, 09:55
ბოკერია და ბურჯანაძე რომ გეყოლება გვერდით, შეცდომა არ არის, აბა რა არის?! უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია. ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თაკო ჩარკვიანმა,  პოდკასტში „მძიმე წერტილი“  მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას  განაცხადა. 

 ჩარკვიანის განცხადებით უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობა იყო ყველა ჩაკეტილი სივრცეებიდან, მათ შორის ციხეებიდან, ინფორმაცია მიეტანა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რასაც ის არ აკეთებდა. 

„უშიშროების საბჭოს მდივანმა უნდა მიუტანოს  ყველა დაკეტილი სივრცის ამბავი, ნახეთ თქვენ იმიტომ ამბობთ, რომ სააკაშვილს ამართლებთ, არა, არავითარ შემთხვევაში, მე ობიექტურ
, რეალურ, პოლიტიკაზე გესაუბრებით. პენიტენციური სისტემა ძალიან ჩაკეტილი სივრცეა, იქ თუ ვიღაცა მაღალჩინოსანი გარედან შეკრულია  ციხის მაღალჩინოსანთან, ძალიან რთულია ციხიდან ამბების მაღალთანამდებობრივ დონეზე გამოტანა.“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე გულისხმობდა თუ  არა ჩარკვიანი ციხის კადრებს, მან დაუდასტურა, რომ გავრცელებულ ციხის კადრებზე საუბრობდა, რომელზეც ფიქრობს, რომ  დადგმულია. 

„რა თქმა უნდა,  უშიშროების მდივანი ჰყავდა ბოკერია, კითხვას ვსვამ, რომ ასეთი უბედურებები, იცით მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დადგმული იყო, რა თქმა უნდა, იყო დადგმული,  [ციხის კადრები, ცოცხების],“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე ბოკერიამ გამოიტანა თუ არა ციხის კადრები, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის მას ვერ დააბრალებს კადრების გამოტანას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ბოკერია იყო ის პირი, რომელსაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე. 

„არა მე ამის თქმა არ მინდა, როდესაც არ ვიცი ვერ დავაბრალებ, მე ვამბობ, რომ ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე. ხომ არ შეიძლება პროკურატურის 60 000 ქეისი იცოდეს  ერთმა პრეზიდენტმა?“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი