ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის" კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა" რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ივლისი 2026, 18:22

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ ,,ხუმრობას” უწოდებს.

ხუბუას შეფასებით, რატი იონათამიშვილის მისამართით ამგვარი განცხადება ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და მათ დაცინვასაც ნიშნავს.

აღნიშნული ტენდენცია კი, ჟურნალისტის თქმით, ადასტურებს, რომ ე.წ. ლიბერალურ ბაბლში კაცთმოძულეობრივ განწყობას ფესვები ღრმად აქვს გადგმული.

„იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე დისკრიმინაციული და ფაშისტური ხასიათის ,,ხუმრობის" კვალდაკვალ, ახლა უკვე მოვისმინეთ ვინმე ცხადაძის (ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის) ასევე დამამცირებელი და ფაშისტური ,,ხუმრობა" რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას.
ეს უკვე ტენდენციაა, ძალიან უღირსი და საშიში ტენდენცია, რომელიც მორიგჯერ ადასტურებს, რომ ე.წ. ლიბერალურ ბაბლში ანტიჰუმანისტურ, კაცთმოძულეობრივ განწყობას ფესვები ღრმად აქვს გადმული,” - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

ცნობისთვის, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას, ცხადაძემ აღნიშნა: „აბსოლუტურად თანაბარი ჩხუბი იყო. იმათი მხრიდან რატი იონათამიშვილი იყო ჩართული ჩხუბში. ამათი მხრიდან არავინ. რატის რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს, კინაღამ გააკვრევინა მანქანას, პირველ სიჩქარეში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი