ჩვენ შეგვიძლია წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს. ამისთვის, უნდა გამოვიდეთ ევროილუზიიდან და დავიწყოთ მუშაობა ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 დეკემბერი 2025, 07:27

სქემა, რომელმაც მასობრივი ფსიქოზი გამოიწვია დეტალურად განმარტა მთელი მსოფლიოს წინაშე აშშ-ის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, ლოურენს უილკერსონმა. მან ისაუბრა იმის შესახებ, როგორ იქმნებოდა აგენტურული ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, რომლის მეშვეობითაც სპეცსამსახურები ზეგავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ პროცესებზე- წერს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

მისი თქმით, ძველი პროგრამით მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს ევროკავშირი, თუმცა, „საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია თავად დავუსვათ ამ ყველაფერს წერტილი“.

ბუმბულგაცვენილ თუთიყუშზე, ცუდ სიზმრებზე, ერთი წლის შემდეგ დაწყებულ თვალების წვაზე, გაბუტულ შინაურ ცხოველზე, ქურთუკზე მიმწვარ ხელებსა და ათას სხვა სიგიჟეზე უბრალოდ გაგვეცინებოდა, რომ არ ვხედავდეთ რა ძალები აკომენტირებენ ამ აბსურდს და რამხელა მასშტაბის მორიგი ოპერაციაა დაგეგმილი საქართველოს წინააღმდეგ. ევროკავშირის ბიუროკრატია, ჰელსინკის კომისია, ბრიტანეთის პარლამენტი, ეუთოს მინისტერიალი, საფრანგეთის სენატი... კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ ყველანი ერთ ხმაში. მიშა ლპება/კვდება, კანონი რუსულია, საქართველო სანქციების გვერდის ავლას უწყობს ხელს, დემოკრატიის უკუსვლა, ბიულეტენმა გაჟონა, ქიმიური იარაღი... ისმის ლონდონიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან. ეს ცხადყოფს, რომ მთელი პროცესი წლების განმავლობაში ერთი ცენტრიდან იმართებოდა და დღემდე იმართება.

სქემა, რომელმაც ეს მასობრივი ფსიქოზი გამოიწვია დეტალურად განმარტა მთელი მსოფლიოს წინაშე აშშ-ის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, ლოურენს უილკერსონმა. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა აგენტურული ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, რომლის მეშვეობითაც სპეცსამსახურები ზეგავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ პროცესებზე. და რატომ ალაპარაკდა ახლა სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი უილკერსონი? იმიტომ, რომ ყველაფერი ისედაც ხელის გულზეა, გაიშიფრა, გაცვდა, აღარ მუშაობს და უკვე დაშვებულია ამ მეთოდებზე საჯაროდ საუბარი, რადგან მიიღეს გადაწყვეტილება ჩამოწერონ აღნიშნული სქემა იმიტომ, რომ სასურველი შედეგი ვეღარ დგება და მხოლოდ თუთიყუშებში ბუმბულცვენას იწვევს.

BBC-ის ფეიკ-სიუჟეტი და მასზე აგებული კამპანია, აწ უკვე სანაგვეზე მოსასროლად გამზადებული სისტემის კუდის მოქნევაა. დიდი ალბათობით, გარკვეული პერიოდი ინერციით კიდევ გაგრძელდება მსგავსი ქმედებები, რადგან ძველი პროგრამით მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს ევროკავშირი. მაგრამ საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია თავად დავუსვათ ამ ყველაფერს წერტილი, შეგვიძლია გამოვაცალოთ დღემდე შენარჩუნებული ბერკეტები - ამისათვის უნდა გამოვიდეთ ევროილუზიიდან და სასწრაფოდ დავიწყოთ მუშაობა ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებაზე.

ღღეს გამოქვეყნებული, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის ღია მოწოდება ამ ნაბიჯისკენ. აღნიშნული დოკუმენტი შეგვიძლია დავინახოთ, როგორც შემოძახილი ევროილუზიიდან გამოფხიზლებისათვის. უდიდესი მასშტაბის ცვლილებების მომსწრენი გავხდით და ჩვენ არ უნდა დავრჩეთ იმის ნაწილად, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა“-წერს შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი