თეა წულუკიანი: ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 ოქტომბერი 2024, 16:38

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეექვსე ნომერი, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციას მიმართავს და არჩევნების საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ ჩატარების იდეასთან დაკავშირებით ურჩევს, „რამე ჭკვიანური“ მოიფიქრონ.

„(მაინც) დებო და (მაინც) ძმებო, პოლიტიკას როდის ისწავლით? თავი რომ დავანებოთ ერთი წუთით დავას დიქოტომიების სისწორეზე; ომსა და მშვიდობას, ქრისტიანობასა და ურწმუნოებას შორის არჩევანის გაკეთებისას რომ 54-11 სხვაობა მიიღეთ (აღიარებთ რეალობას, სად წახვალთ?!), როცა საერთაშორისო ადმინისტრაციას ჩაატარებინებთ არჩევნებს (ოცნებაც რომ თანახმა უნდა იყოს, ამაზე არ გიფიქრიათ, მაგრამ მხოლოდ ფიქრზე გაქვთ მარხვა გამოცხადებული დიდი ხანია და არა უშავს), მაშინ ხომ დამოუკიდებლობასა და საბოლოო კოლონიზაციას შორის ექნება არჩევანი ქართველს და ხომ სულ განადგურდებით?!

მრჩეველი არავინ გყავთ? დედა? იაგოს რომ ჰკითხოთ? ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? ნუ, ჩვენ მათ ვძულვართ და დაგვწვავენ, მაგრამ საქართველო ხომ ედარდებათ? პოლიტიკა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ამომრჩეველზე ზრუნვა და მისი ფიქრი საით მიდის, ამის ამოცნობა და გათვალისწინებაა და თქვენ რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? თქვენს რიგებს ჩვენ უნდა ვაცოტავებდეთ და დავაცოტავეთ კიდეც, მაგრამ რასაც თქვენ უშვრებით თქვენს თავს, ეს უკვე უმძიმესი საყურებელია. ps ეს პოსტი არ ეხება ვერ გაქართველებულ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც უცხოელად დაიმარხება, როცა ამის დრო მოუვა”, - წერს სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი