BMG, რომელიც პირდაპირ ქვეყნის ჩამოშლას ცდილობს, უცხოელებმა იყიდეს. როგორც ჩანს, მათ მავნებლობის გაგრძელება და უფრო მეტიც, მავნებლობის გაძლიერებაში კიდევ უფრო მეტი ფულის ჩასხმა აქვთ მიზნად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 აგვისტო 2025, 11:53
“ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გიორგი ისაკაძემ BMG გაყიდა. 

ქართველიშვილი გიორგი ისაკაძეზე მცირე მიმოხილვას აკეთებს და იხსენებს, რომ უშუალოდ ის იყო ჩართული ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეში და შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარა, რითაც შეწყალება და განრიდება მიიღო სახელმწიფოსგან.

მისივე თქმით, „შემდეგ ბევრი იწრიალა და ბოლოს ეკონომიკის მიმართულების "მედია" BMG დააფუძნა. ეს ჰოლდინგი წლებია პირდაპირ არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში აშკარად, ხელის გულზე დევს.“

როგორც ქართველიშვილი ამბობს, BMG უცხოელებმა იყიდეს.

„გიორგი ისაკაძეს პროპაგანდისტული BMG გაუყიდია... გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლებში ამ ბანდიტმა, საკუთარ ბანდასთან ერთად მავნებლობაში ნაცების მთავარ პროპაგანდისტულ, ეგრეთ წოდებულ მედიებსაც გაასწრო, აუცილებლად მიმაჩნია საზოგადოებას მათი "საგნმირო საქმეები" შევახსენო...

გიორგი ისაკაძე დადასტურებული, აღიარებული კრიმინალია. ნაცმოძრაობის ლიდერებთან ერთად ის უშუალოდ ჩართული იყო ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეში და შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარა, რითაც შეწყალება და განრიდება მიიღო სახელმწიფოსგან. 
( https://imedinews.ge/…/rogor-akotrebda-qartu-banks-giorgi… ) 

შემდეგ ბევრი იწრიალა და ბოლოს ეკონომიკის მიმართულების "მედია" BMG დააფუძნა. ეს ჰოლდინგი წლებია პირდაპირ არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში აშკარად, ხელის გულზე დევს. 
სწორედ აღიარებული კრიმინალი ისაკაძე და მისი დაჯგუფება იყო მთავარი შემოქმედი საქართველოში "ეკონომიკის კოლაფსის" პროპაგანდის. პარალელურად - სწორედ ამ ნაცპლატფორმიდან დაიწყო ბიზნესმენების გაუგონარი ტერორი. ყველა ბიზნესმენს, რომელიც არ ეთანხმებოდა რადიკალების პოზიციას, ვინც არ შეუერთდა ბოიკოტს და არ გააკეთა ანტიქართული საქმე, BMG საბჭოთა მენტალიტეტის საუკეთესო მეთოდოლოგიით აშავებდა და აბულინგებდა. 

პირადად ისაკაძემ, მიღებული დავალების შესაბამისად, მისი პლატფორმა გამოიყენა იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა საქართველოს ეკონომიკა და შეექმნა ისეთი ნეგატიური მოლოდინები, რომელიც პირდაპირ აისახებოდა ქვეყნის პროგრესზე. დღე არ გავიდოდა და არ გავა, რომ ამ "ელექტრონული მაკულატურის" პლატფორმებზე არ გაჩნდეს "ექსპერტული ანალიზი", რომ მალე ლარი გაუფასურდება, დაიწყება კრიზისი, ვერ შეივსება ბიუჯეტი და სხვა კატაკლიზმური მოსაზრებები - არადა ამ დროს, თვიდან თვემდე საპირისპირო ხდება და საქართველოში ეკონომიკა იზრდება და ჯანსაღდება. 

ზღვარგადასული მავნებლობის და ანტიქართული საქმის კეთებაში ბანდიტი ისაკაძე და მისი ბანდა რადიკალი პროპაგანდისტების ავანგარდში ჩადგა, მაგრამ ვერც ქვეყანა ჩამოანგრიეს და ვერც კრიზისს ეღირსნენ, რასაც ასე მოუთმენლად ელოდნენ და ამ კრიზისის შესაქმნელად ყველაფერს აკეთებდნენ. 

რაც შეეხება ამ კანტორის გაყიდვას, მაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ჯიბის "მედია" BMG უცხოელებმა იყიდეს ( ქვეყანას შეგნებულად არ ვაკონკრეტებ ). აქაც, დიდი ანალიზი არ სჭირდება მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარის ამოცნობას - როდესაც ყიდულობ ისეთ "მედიას", რომელიც გამუდმებით ანტიქართულ საქმეს აკეთებს და პირდაპირ ქვეყნის ჩამოშლას ცდილობს, გასაგებია რომ მიზნად ამ მავნებლობის გაგრძელება გაქვს და უფრო მეტიც, მავნებლობის გაძლიერებაში კიდევ უფრო მეტი ფულის ჩასხმა. სხვა შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა დაიზიანო რეპუტაცია ისე, რომ ტალახიანი "მედია" შეიძინო, ამაში ფული დახარჯო და პირდაპირ შეუერთდე იმ პროპაგანდისტების ჯგუფს, რომელსაც მიზნად ქვეყნის დანგრევა აქვს დასახული. 

P.S. უახლოეს დღეებში ისაკაძის კლიენტების შესახებ კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი საზოგადოებას.“- წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი