ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველს“: ერთი წამით გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუს-მა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო - თქვენს ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუს-მა ბეტონი დაალბო წინასწარ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2025, 16:58
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში,  „ტვ პირველის“ ეთერში გაშუქებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირები, რათა მარტივად გადანგრეულიყო.

მისივე თქმით, „ტვ პირველში“ თავადაც არ სჯერათ იმ წარმოუდგენელი სიბეცის, რასაც ავრცელებენ, თუმცა სასოწარკვეთილი პატრონების დავალებით თუთიყუშებივით იმეორებენ.

„კარგი, ვთქვათ ერთი წამით გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუს-მა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო. 
ამ ფოტოზე, მათ შორის თქვენ ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუს-მა ბეტონი დაალბო წინასწარ, რომ ღობესთან ერთად ისიც მარტივად გადანგრეულიყო? 
არ ვიცი, თავად გჯერათ თუ არა იმ წარმოუდგებელი სიბეცის, რასაც სასოწარკვეთილი პატრონები გავალებენ და შემდეგ თუთიყუშებივით იმეორებთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ თქვენს მაყურებელზე უმდაბლესი წარმოდგენა გაქვთ და ამ სიშლეგეს აჯერებთ. 
ვაი, თქვენს პატრონს!“ - წერს ქადაგიძე.



https://www.facebook.com/share/p/16yfa3AKPe/?mibextid=wwXIfr
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი