ეხვეწებიან პატრონებს, საქართველოში რაღაც დააზიანონ, რომ ეტკინოს საზოგადოებას, რომ პროტესტი რუსთაველზე გაძლიერდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ოქტომბერი 2025, 17:54

ისინი ეხვეწებიან მათ პატრონებს, იქნებ, საქართველოში რაღაც დააზიანონ, მათ შორის ისეთი, რომ ეტკინოს საზოგადოებას, - განაცხადა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, მათ აღარ სჭირდებათ ხალხისთვის იმის ახსნა, რომ აღნიშნული რუსთაველზე პროტესტის გასაძლიერებლად სპეციალურად კეთდება.

„ისინი ეხვეწებიან მათ პატრონებს, რომ იქნებ, საქართველოში რაღაც დააზიანონ, მათ შორის ისეთი, რომ ეტკინოს საზოგადოებას, რომ პროტესტი რუსთაველზე გაძლიერდეს. პირდაპირ აღიარეს და ჩვენ აღარ გვჭირდება თავის ტკივილი და ხალხისთვის ახსნა, რომ ეს სპეციალურად კეთდება, რადგან ხალხს არაფერი აქვს გასაპროტესტებელი და ამათ უნდათ, რომ პროტესტი არსებობდეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ჩავარდნილი და ვერ შემდგარი სცენარის შემდეგ, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიცია, საქართველოს დაზიანების მიზნით ევროპაში დადის და ისევ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი