ზაზა შათირიშვილი: იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, რუსეთმა ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, „მსოფლიო პოლიციელმა“, ისევე, როგორც მთელმა ევროპამ, რუსეთს ეს ყველაფერი „გაუპრავა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 06:52

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ საგულისხმო საკითხზე გაამახვილა ყურადღება და საზოგადოების მსჯელობის საგნად აქცია კითხვა, რომელიც, თავადაც პრემიერ-მინისტრმაც შესანიშნავად იცის, რომ რიტორიკულია, - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

მისი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა, რუსეთს როგორც აშშ-მა, ისე ევროპამ „გაუპრავა.“

„ვისაც არ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ 2008 წლის, ანუ იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, 2009 წლის 6 მარტს, ჟენევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა - ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სერგეი ლავროვმა გადატვირთვის წითელ ღილაკს დააჭირეს ხელი, რითაც მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზად იყვნენ.

თავად განსაჯეთ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევით, აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, „მსოფლიო პოლიციელმა“, ისევე, როგორც მთელმა ევროპამ, რუსეთს ეს ყველაფერი „გაუპრავა“, რაც, როგორც მოგვიანებით თავად ევროპელები აღნიშნავდნენ, უდიდესი შეცდომა იყო.

მარტივად რომ ვთქვათ, 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიუხედავად, საერთო ჯამში, რუსეთს ფაქტობრივად არაფერი დაჰკლებია, დაჰკლებია კი არა, პროცესები ისე განვითარდა, ეს ყველაფერი ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქნა მიჩნეული,“ - წერს შათირიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ვითარება სრულიად შეიცვალა და რუსეთი ცივილიზებული საზოგადოებისგან ფაქტობრივად სრულად მოკვეთილია, რასაც ლოგიკური ახსნა აქვს და ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ერთი დიდი ფრაგმენტია.

„ამიტომაც, აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას რუსეთისთვის სულ სხვა პარტია ჰქონდა გამზადებული, ანუ მაშინ ჯერ კიდევ საჭირო იყო ამ სახელმწიფოსთვის „ნორმალური“ სახის შენარჩუნება.

დღეს კი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ - რუსეთი ცივილიზებული საზოგადოებისგან ფაქტობრივად სრულადაა მოკვეთილი.

ბუნებრივია, ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა აქვს და იმ საერთო გეგმის ერთი დიდი ფრაგმენტია, რის განხორციელებასაც ოლიგარქიული ოჯახების ამოსავალი წერტილია,“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ზაზა შათირიშვილი: 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით
ზაზა შათირიშვილი: არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანია სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლება, რისთვისაც, ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც იყენებენ, საუბარი მაქვს ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული სოციალური ნორმების შესუსტებასა და წაშლაზე
ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვეშ მუშაობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს
ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგენილია
არქივი