დავით ქართველიშვილი: სასამართლო ვერდიქტის მოლოდინში, ნიადაგს მოწყვეტილი ბაობაბის უნიკალური ხეები „ნაცებმა“ მაინც მოკლეს, ალბათ, რა დონის ზეიმია „ნაცსექტის” ბანაკში - ეს ხომ მათთვის ივანიშვილზე გამარჯვების მოპოვების ტოლფასია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 აგვისტო 2024, 15:11

მეხუთე წელია ნაცსექტანტები „ივანიშვილის ბაობაბებს" და მის მიერ დაფუძნებულ დენდროლოგიურ პარკს ებრძვიან, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ნაცმოძრაობის” მიერ ტრანსპორტირების ხელოვნურად შეფერხების გამო, უნიკალური მცენარეები გახმა.

ქართველიშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ადამიანების ფიზიკური, სულიერი და ფსიქოლოგიური განადგურების მანიაკალურ დიდოსტატებს, არ გაუჭირდებოდათ არც დენდროლოგიური პარკის, არც განახლებული აბასთუმნის მიწასთან გასწორება.

“მეხუთე წელია ნაცსექტანტები "ივანიშვილის ბაობაბებს" და მის მიერ დაფუძნებულ დენდროლოგიურ პარკს ებრძვიან. მათ უკვე წააგეს თავისივე პროვოცირებული ბრძოლა რუსეთთან, ისინი დამარცხდნენ ქართველ ხალხთან, მაგრამ ხეებთან ომს არ ეშვებიან და ამ ომშიც მარცხის მიუხედავად, მცირე მავნებლობას მაინც აღწევენ და მას საზეიმოდ აღნიშნავენ.

მათ მიერ ბაობაბების წინააღმდეგ გამოცხადებულმა ბრძოლამ თავისი გაგრძელება კენიის სასამართლოში პოვა. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ნაცები იქაც დამარცხდნენ, მაგრამ სასამართლო ვერდიქტის მოლოდინში, ნიადაგს მოწყვეტილი უნიკალური ხეები ნაცებმა მაინც მოკლეს. მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სამწლიანი პაუზის შემდეგ განვითარებული უკუქცევადი ბიოლოგიური პროცესების გამო, ნიადაგში დარგული ხეების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ალბათ ძნელად წარმოსადგენი არ არის, რა დონის ზეიმია ნაცსექტის ბანაკში - ეს ხომ მათთვის ივანიშვილზე გამარჯვების მოპოვების ტოლფასია. ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ადამიანების ფიზიკური, სულიერი და ფსიქოლოგიური განადგურების მანიაკალურ დიდოსტატებს, არ გაუჭირდებოდათ არც დენდროლოგიური პარკის, არც განახლებული აბასთუმნის მიწასთან გასწორება - რადგან ყოველივე ეს და სხვა უამრავი დანარჩენი, ივანიშვილის ქველმოქმედებასთან არის გაიგივებული.

იზეიმონ, რა გაეწყობა - მანიაკების განსულიერებულ ბუნებას რა ჩაწვდება. დანარჩენს კი 26 ოქტომბერს გაეცემა პასუხი...”, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი