დავით ქართველიშვილი ბორელის განცხადებაზე: საქართველოში რაც არ უნდა თანხები შემოდიოდეს, არ შეიძლება ტოტალურ სიცრუეზე ააგონ რევოლუციური მუხტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ნოემბერი 2024, 18:44
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჟოზეფ ბორელის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, რაც არ უნდა თანხები შემოდიოდეს საქართველოში რადიკალური ძალების დასაფინანსებლად, შეუძლებელია ტყუილით რევოლუცია მოაწყონ.  ექსპერტის თქმით, შეუძლებელია არჩევნებზე 300-400 ათასი ხმის მოპარვა და ეს კარგად იცის ყველამ, სწორედ ამიტომ ჩაიშალა ოპოზიციის რევოლუციური გეგმები.

„სიმართლე, რომლითაც ხალხის გამოყვანა შეიძლებოდა გიჟურია, როგორც მაგალითად ლოზუნგი -ხელისუფლება გვართმევს უფლებას ავირჩიოთ სქესი“- აცხადებს ექსპერტი და განმარტავს, რომ ხელისუფლების ღირებულებებისა და პოზიციის გამო, ამ მიზეზით ხალხის ქუჩაში გამოყვანა უფრო რეალურია, რადგან მმართველ გუნდს აქვს პოზიცია - ქვეყანაში იყოს ორი ბიბლიური სქესი.

დავით ქართველიშვილის თქმით, ის, რაც დღეს ქალაქში ხდება აკრმანისა და ჯინ შარპის სახელმძღვანელოდანაა. ანალიტიკოსის თქმით, კარვების გაშლა და მოსახლეობისათვის დისკომფორტის შექმნის მიზანი სამოქალაქო არეულობაა, რასაც მმართველი გუნდი თავს აარიდებს.

„ისინი [ევროპარლამენტარები] სხედან და მსჯელობენ - როგორ შეიძლება მოიხმარონ ეს თანხა კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის - საქართველოში, რაც არ უნდა თანხები შემოდიოდეს, არ შეიძლება ტოტალურ სიცრუეზე ააგონ რევოლუციური მუხტი - ეს მათაც ესმით და მათ მიმდევრებსაც. არ შეიძლება არჩევნებზე 300 და 400 ათასი ხმა მოიპარო. ამ ნარატივით ისინი რევოლუციას ვერ მოახდენენ იმიტომ, რომ ეს არის სიცრუე და სიგიჟე. სიმართლე, რომლითაც ხალხის გამოყვანა შეიძლებოდა გიჟურია, როგორც მაგალითად ლოზუნგი -„ხელისუფლება გვართმევს უფლებას ავირჩიოთ სქესი“. წარმოიდგინეთ, ამ ლოზუნგით რომ გამოიყვანონ ქუჩაში, ამ ფაქტით შეწუხებული ათასობით ქართველი მამრი თუ მდედრი. ჩვენ მართლაც ვამბობთ და ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოში იქნება მხოლოდ ბიბლიური ორი სქესი, რომელმაც კაცობრიობა შექმნა და ამ გზას ჩვენ არ გადავუხვევთ. მაინტერესებს, ამ სიმართლის გარშემო რუსთაველის გამზირზე ხაზარაძის ან ელისაშვილის გამოსვლა - მოგვეცით შესაძლებლობა სქესის არჩევისო. კიდევ ათასი სიგიჟეა, რომელიც რეალობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე 300 და 400 ათასი დაკარგული ხმა.

იმაზე მეტს, რაც აკერმანის და ჯინ შარპის სახელმძღვანელოებშია გაწერილი, ჩვენ ვერაფერს ვერ მივიღებთ. წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რა ფორმებს მიმართავენ ისინი საკუთარი მიზნებისა და ზრახვების განსახორციელებლად. ამას ვხედავთ ახლაც - კარვების გაშლა ქალაქის ცენტრში, დისკომფორტის შექმნა არა ხელისუფლებისთვის, არამედ თბილისელებისთვის იმ განზრახვით, რომ ეს ხალხო გამოვა და მათ დაუდგება გვერდში. მათ არ დაუდგება ხალხი გვერდში. ჩვენ არ გვინდა, რომ ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, თუნდაც თბილისის ერთ კონკრეტულ უბანში,“- აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი