გიორგი გამსახურდია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე: მორიგი დეზინფორმაცია. მუხტი უნდათ აწიონ, რომ აი იმხელა ძალა ვართ, კომენდანტის საათი გვჭირდებაო. კომენდანტი კი არა, უკვე საპატრულოს ეკიპაჟებიც გყოფნით. ეგ საკენკი, სხვაგან ძმებო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 დეკემბერი 2024, 10:11

გიორგი გამსახურდია ეხმიანება „მთავარი არხის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნისა და მისი ინაუგურაციის შემდეგ, „ოცნება“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და კომენდანტის საათის მიღებას აპირებს და ამას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული რეალურად პარლამენტსაც შეუძლია და დეზინფორმაცია მხოლოდ პროტესტის მუხტის აწევას ემსახურება.

„მორიგი დეზინფორმაცია. ერთი რომ ეგ ამბავი პარლამენტსაც შეუძლია, მეორე ის რომ მუხტი უნდათ აწიონ, მესამე რომ აი იმხელა ძალა ვართ, რომ კომენდანტის საათი გვჭირდებაო. კომენდანტი კი არა, უკვე საპატრულოს ეკიპაჟებიც გყოფნით. ეგ საკენკი, სხვაგან ძმებო“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი