ჩიხელიძე: ბლინკენი წესებზე დამყარებულ წესრიგზე ლაპარაკობდა. საქართველოს პრემიერი ირანში ჩავიდა სამძიმარზე და სანქციები დავუწესოთო. სომხეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმოთო - ეს წესებია თუ უწესობა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 იანვარი 2025, 14:50

ბლინკენი სულ წესებზე დამყარებული წესრიგის სიკეთეზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს წესები ძალიან ბუნდოვანი ჩანს - საქართველოს პრემიერი ირანში ჩავიდა დაღუპული პრეზიდენტის
სამძიმარზე და სანქციები დავუწესოთ საქართველოსო. იმავე სამძიმარზე სომხეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმოთო- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

„დღეს სომხეთის საგარეო მინისტრი არარატ მირზოიანი და ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ხელს მოაწერენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს.
ბლინკენი სულ წესებზე დამყარებული წესრიგის სიკეთეზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს წესები ძალიან ბუნდოვანი
ჩანს - საქართველოს პრემიერი ირანში ჩავიდა დაღუპული პრეზიდენტის სამძიმარზე და სანქციები დავუწესოთ საქართველოსო. იმავე სამძიმარზე სომხეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმოთო. თან ირანი და სომხეთიც სტრატეგიული პარტნიორები არიან.
ბოდიშს კი ვიხდი მისტერ ბლინკენთან, მაგრამ ეს წესებია თუ უწესობა?”- წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი