თუ აკვირდებით, როგორი მძაფრი რეაქცია ჰქონდათ რადიკალებს ზაზა შათირიშვილის წერილთან დაკავშირებით? რეაქცია, რაც ფილოსოფოსის ნააზრევს მოჰყვა, ადასტურებს, რომ ძალიან არ სიამოვნებთ კონკრეტულ ძალებს სიმართლის საუბარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 აგვისტო 2025, 17:41

თუ აკვირდებით, როგორი გაცეცხლებული და მძაფრი რეაქცია ჰქონდათ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ზაზა შათირიშვილის წერილთან დაკავშირებით? თავიდან ჩუმად იყვნენ რამდენიმე საათი, გაყურსულები ელოდებოდნენ მესიჯს და როგორც კი მიიღეს დავალება, ერთხმად აყვირდნენ, ტრამპი გლობალური ომის პარტიის და "დიპ სთეიტის" მსახურად გამოაცხადა „ქართულმა ოცნებამო“, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, შათირიშვილის ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, აქაური უსამშობლოებისთვის ძალზე მტკივნეული გამოდგა, ფილოსოფოსის წერილზე მათი მძაფრი რეაქცია კი ადასტურებს, რომ კონკრეტულ ძალებს სიმართლის საუბარი არ სიამოვნებთ, რაც სიმართლის ლაპარაკის კიდევ უფრო დიდ მოტივაციას იძლევა.

"თუ აკვირდებით, როგორი გაცეცხლებული და მძაფრი რეაქცია ჰქონდათ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ზაზა შათირიშვილის წერილთან დაკავშირებით? თავიდან ჩუმად იყვნენ რამდენიმე საათი, გაყურსულები ელოდებოდნენ მესიჯს და როგორც კი მიიღეს დავალება, ერთხმად აყვირდნენ, ტრამპი გლობალური ომის პარტიის და "დიპ სთეიტის" მსახურად გამოაცხადა „ქართულმა ოცნებამო“. მე არ ვიცი „ქართულმა ოცნებამ“ რა გამოაცხადა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზაზა შათირიშვილმა მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზით დაგვანახა, თუ რას უქადის ოლიგარქიული ოჯახები მომავალში ევროპას - ძალიან მტკივნეული გამოდგა აქაური უსამშობლოებისთვის. ფაქტია, რომ ისინიც ერთი ხაზის, აგენტურული სინდიკატის წევრები არიან და საერთოდ არ ადარდებთ წერილის შინაარსი, მათთვის მთავარია მიღებული დავალება შეასრულონ. ამასთანავე, მძაფრი რეაქცია, რაც ფილოსოფოსის ნააზრევს მოყვა ადასტურებს ერთ რამეს - ძალიან არ სიამოვნებთ კონკრეტულ ძალებს სიმართლის საუბარი, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღლა და ბევრჯერ ვილაპარაკოთ!" - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი