გარე ძალებისგან ქვეყნის პოლიტიკური ველის გაწმენდა უკვე ბუნებრივი მოთხოვნა და საჭიროებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 19 ნოემბერი 2025, 11:30

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროკომისარ მარტა კოსის აღიარების შემდეგ, რომლის თანახმად, ევროკავშირი შემოვლითი გზებითაც, შეეცდება ადგილობრივი რეზიდენტურის დაფინანსებას, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური აქტორებიც საჯაროდ ამჟღავნებენ საკუთარ როლს გარე ძალების ინტერესებში.

ანჯაფარიძის თქმით, ბობოხიძის განცხადება ცხადყოფს, რომ ოპოზიციის ძირითადი მისია არა მოქალაქეებთან მუშაობა, არამედ გარე ცენტრებთან „დასმენების” და დეზინფორმაციის გაგზავნის პროცესში მონაწილეობაა, რასაც თავადვე უკავშირებენ ქვეყნისთვის სანქციების მოტანას და ზეწოლის გაძლიერებას, იმ იმედით, რომ ეს ვითარება მათ პოლიტიკურად დაეხმარება.

„გარე აქტორის, ევროკომისარ მარტა კოსის გუშინდელ აღიარებას, რომ ყველა, მათ შორის, შემოვლითი გზებით, შეეცდებიან მათი აქაური რეზიდენტურა ფულით მოამარაგონ, მოჰყვა უკვე ადგილობრივი აქტორის აღიარება, რომელიც ოპოზიციის მთავარ მისიას ხედავს, არა ხალხთან, არამედ გარე ძალებთან მუშაობაში, ანუ დასმენებში, დეზინფორმაციის გაგზავნაში და ა.შ. რომელთაც უნდა მოჰყვეს სხვადასხვა სასჯელები ქვეყნისთვის, რომ ამით ოპოზიციას ეშველოს, როგორც თავად თვლიან.

შესაბამისად, ასეთი ძალებისგან ქვეყნის პოლიტიკური ველის გაწმენდა უკვე ბუნებრივი მოთხოვნა და საჭიროება ხდება, და „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ეს ბუნებრივად მოხდება, ოღონდ ცოტა დროში გაიწელება. ახლა კი ხდება უბრალოდ ამ პროცესის ცოტა დაჩქარება, შექმნილი აუცილებლობიდან გამომდინარე. მითუმეტეს, რომ აგენტურამ ფაქტობრივად თვითლუსტრაცია გამოაცხადა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი