საქართველოს არჩევანი არ არის „გაუაზრებელი“ ნეიტრალიტეტი, არამედ გააზრებული პრაგმატიზმი - საკუთარი ეკონომიკის აგება ისე, რომ გარე შოკები შიდა კრიზისებად არ გადაიქცეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
167 10 იანვარი 2026, 15:30

ევროკავშირი, როგორც ოდესღაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკური ბლოკი, დღეს განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს საკუთარი სანქცირების სტრატეგიის შედეგად, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ვრცელ პოსტში მიმოიხილავს რეალურ ეკონომიკურ დანაკარგებს, რაც ევროპის ეკონომიკას ბოლო წლებში მიადგა.

დავით ქართველიშვილი ევროპის მიერ სანქციების გამკაცრების პოლიტიკის უარყოფით შედეგებზე აკეთებს აქცენტს და ასევე ამ პროცესში საქართველოს ლავირების კურსზე საუბრობს. კერძოდ იმაზე, რომ საქართველო მდგრადობაზე ორიენტირებულ ეკონომიკას ატარებს და აქცენტს აკეთებს ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რეზერვების მობილიზებასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე.

„არანაირი პირადული, მხოლოდ ციფრები. ევროსტატის მონაცემებით, 2021-2025 წლებში ევროკავშირის საერთო ექსპორტი რუსეთში დაახლოებით 65%-ით შემცირდა, ხოლო სავაჭრო შემოსავლები 73 მილიარდი ევროდან - 25 მილიარდ ევრომდე დაეცა. ევროეკონომიკისთვის ეს ნიშნავს, დაახლოებით, 48 მილიარდი ევროს დაკარგვას ოთხი წლის განმავლობაში. ამას ემატება უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის მიერ ოთხი წლის განმავლობაში დახარჯული 165-180 მილიარდი ევროს ოდენობის პირდაპირი „ინვესტიციები“.

ეს ციფრები აბსტრაქტული სტატისტიკა არ არის. ეს არის რეალური ეკონომიკური დანაკარგები, რომლებიც ასუსტებს ევროკავშირის სამრეწველო სექტორს; აღრმავებს რეგიონულ დისბალანსებს და ამწვავებს შიდა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებიც ომსა და ინფლაციას უკავშირდება.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საუბარია საქართველოზე ბევრად უფრო დიდ ეკონომიკებზე, მსგავსი მასშტაბის ექსპორტის დაკარგვა იწვევს ზეწოლას მშპ-ზე, საბიუჯეტო შემოსავლებზე, დასაქმებაზე და ფინანსურ ბაზრებზე. ამასთანავე, ევროკავშირმა „აღმოაჩინა“, რომ სანქციები - არა უნივერსალურ, არამედ ძვირადღირებულ ინსტრუმენტად იქცა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქცირების პოლიტიკა ორმაგად პრობლემური აღმოჩნდა. ერთი მხრივ, იგი ამცირებს სავაჭრო ნაკადებს, ხოლო მეორე მხრივ - ეკონომიკურ ტურბულენტობას ქმნის თავად ევროკავშირში. ექსპერტების შეფასებით. სანქციები ზღუდავს კრიტიკული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში, ამცირებს ევროკავშირი–რუსეთის სავაჭრო ბრუნვას მინიმალურ დონემდე, თუმცა, ამავე დროს, ნაწილობრივ ნეიტრალდება ალტერნატიული ბაზრებისა და შემოვლითი სქემების მეშვეობით.

სანქციების გამკაცრება ზრდის ევროკავშირის დამოკიდებულებას გარე ბაზრებზე (აშშ, ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი), მოითხოვს მიწოდების ჯაჭვების გადაკეთებას და იწვევს ენერგორესურსებისა და ლოგისტიკის გაძვირებას. ერთიანი ბაზრის პირობებშიც კი, წევრი ქვეყნები ტვირთს არათანაბრად ატარებენ: მსხვილი ეკონომიკები სამრეწველო დანაკარგებს განიცდიან, ხოლო პერიფერიული ქვეყნები - საინვესტიციო მიმზიდველობისა და საექსპორტო ნიშების დაკარგვას.

ამ ყველაფრის ფონზე, საქართველო პრაგმატიზმის, სტაბილურობისა და სუვერენული გზის ხარჯზე (ევროკავშირისგან განსხვავებით) არ არის ფართომასშტაბიანი სანქცირების კამპანიების მთავარი ინიციატორი მსხვილი მეზობლების წინააღმდეგ; ატარებს ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მდგრადობაზეა ორიენტირებული; აქცენტს აკეთებს ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რეზერვებზე და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე.

საქართველოს არჩევანი არ არის „გაუაზრებელი" ნეიტრალიტეტი, არამედ გააზრებული პრაგმატიზმი - საკუთარი ეკონომიკის აგება ისე, რომ გარე შოკები შიდა კრიზისებად არ გადაიქცეს. ხოლო ევროკავშირი, როგორც ოდესღაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკური ბლოკი, დღეს განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს საკუთარი სანქცირების სტრატეგიის შედეგად. ეს დანაკარგები არ არის მხოლოდ სტატისტიკა - ეს არის გრძელვადიანი ტენდენცია საექსპორტო დინამიკისა და ეკონომიკური მდგრადობის შესუსტებისკენ.

ამ ფონზე, პრაგმატიზმსა და სტაბილურობაზე ორიენტირებული საქართველოს პოლიტიკა წარმოადგენს რაციონალურ არჩევანს თანამედროვე გეოეკონომიკური ტურბულენტობის პირობებში, სადაც გადამწყვეტია: გარე რისკების რეალისტური შეფასება, და დიდი გეოპოლიტიკური თამაშებისგან დამოკიდებულების შემცირება.

ასე რომ, ყველაზე პოპულარულ ქართულ შეკითხვას („გვეშველება რამე") - შეიძლება გაეცეს მარტივი პასუხი: არ გავყვეთ ეკონომიკურ უფსკრულში კოლექტიურ „ევროწინსვლას“ და წარმატებულად „დავმუხრუჭდეთ“ საკუთარ სტაბილურობაში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი