ქართველიშვილი ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაზე: ლუციფერის მთელი ლეგიონი იქნება ამხედრებული იმისთვის, რომ პატრიარქის არჩევნების პროცესმა მშვიდად არ ჩაიაროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
343 03 აპრილი 2026, 17:41

ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისა და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანაში რადიკალების ქმედებები ამხილა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა რადიკალური განცხადებები მიმართული ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ.

როგორც დავით ქართველიშვილმა განაცხადა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ფსევდო ლიბერალ-თეოლოგები და სხვა არაკეთილმოსურნეები, ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას სხვადასხვა შინაარსის ცილისმწამებლური განცხადებებით. მისი თქმით, ქართული საზოგადოების პასუხი ამაზე, შეიძლება იყოს მხოლოდ სიმშვიდე.

„მიმდინარეობს სამზადისი საქართველოს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სხდომისთვის, რომელიც ჩატარდება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40-დან 60 დღის შუალედში. დღეს მიმდინარეობდა ტექნიკური და პროცედურული საკითხების გარჩევა სინოდის მთავარი სხდომის დღის წესრიგისათვის. არ არის გამორიცხული 25 აპრილამდე სინოდის კიდევ ერთი ტექნიკური შინაარსის სხდომა ვიხილოთ, სადაც შეიძლება ჩამოყალიბდნენ კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში.

მაგრამ ძალიან დიდია ყურადღება ამ პროცესისადმი ყველა მხრიდან. ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესებას ამ საკითხთან დაკავშირებით; ვხედავთ მინიშნებებს მსოფლიოს საპატრიარქოდან, მსოფლიო პატრიარქის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის კუთხით; ჩვენ ვხედავთ ჩვენს სამარცხვინო ლიბერალ-თეოლოგებს, რომელთა დიდი ნაწილი ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობს და გვმოძღვრავენ ძალიან დიდი ცილისწამებითა და საზიზღარი ტექსტებით, რომელიც რაღაც დოგმატიკაზე დაყრდნობით სხვა არაფერია, თუ არა ბულინგი, შავი პიარი ძირითადად მიმართული მეუფე შიოს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო; ჩვენ გვესმის ბუნდოვანი და გაუგებარი განცხადებები, რომ შეიძლება საერთოდ არ იქნას არჩეული პატრიარქი; თითქოს უწმინდესმა ვერ და არ დატოვა თავისი მემკვიდრეობა და ვერ აღზარდა თავისი მოწაფეები და მემკვიდრეები, რაც მისი სულის და თითქმის ნახევარსაუკუნოვანი საჭეთმპყრობელობის დაკნინების ელემენტებსაც კი შეიცავს.

როგორ უნდა ვიყოთ ამ ვითარებაში? უნდა ვიყოთ მშვიდად, ვისაც შეგვიძლია ლოცვა და მარხვა ვილოცოთ და ვიმარხულოთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ახლა ლუციფერის მთელი ლეგიონი იქნება ამხედრებული იმისთვის, რომ ამ პროცესმა მშვიდად არ ჩაიაროს და არ იქნას აღსრულებული, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უწმინდესის მემკვიდრეობა და მისი დანატოვარი და ასევე, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნება არ იქნას შესრულებული,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი