რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
253 21 აპრილი 2026, 20:05
“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების თაობაზე პროგრესი არ ყოფილა.

იოზვიაკის ინფორმაციით,  ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა, რომ ადამიანის უფლებათა საკითხებზე დიალოგი საქართველოსთან, ერთ-ერთი პორველი ნაბიჯი იყოს.

“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს. ოთახში სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. არსებობს ევროკავშირის ინიციატივა, რომ პირველ ეტაპად საქართველოსთან ადამიანის უფლებებზე დიალოგი დაიწყოს. შემდგომი ნაბიჯებისთვის საქართველომ უნდა:
* შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა ევროკავშირის მიმართ
* შეწყვიტოს ოპოზიციის შევიწროება
* გადახედოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) კანონმდებლობას,” - წერს იოზვიაკი X-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი