ზაალ ანჯაფარიძე: 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში ე.წ. „საკოორდინაციო პლატფორმის,“ ფაქტობრივად კი „რევკომის“ მოწყობა, არის არა მხოლოდ უკანონობა, ეს არის ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ღიად გამოწვევა დუელში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ოქტომბერი 2024, 10:50

დიდხანს უხარეს თავი სალომე ზურაბიშვილს, დიდხანს იტანეს მისი თავხედური კაპრიზები და მავნებლობები და... ლოგიკური შედეგიც დადგა. ის სრულიად თავხედურად წამოაჯდა თავზე ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც არასოდეს თვლიდა თავისად, რისი მოწმენიც არაერთხელ ვყოფილვართ, წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა. ანალიტიკოსის შეფასებით, ზურაბიშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია თავიანთი ქმედებებით შეგნებულად გადიან ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.

„რაც უფრო მეტად დაუხრი თავს თავხედს, მით უფრო მეტად და მწარედ წამოგაჯდება თავზე. დიდხანს უხარეს თავი სალომე ზურაბიშვილს, დიდხანს იტანეს მისი თავხედური კაპრიზები და მავნებლობები და... ლოგიკური შედეგიც დადგა. ის სრულიად თავხედურად წამოაჯდა თავზე ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც არასოდეს თვლიდა თავისად, რისი მოწმენიც არაერთხელ ვყოფილვართ.
26 ოქტომბერს კანონის და კონსტიტუციის უხეშად დარღვევით პრეზიდენტის რეზიდენციაში ორბელიანების სასახლეში ე.წ. „საკოორდინაციო პლატფორმის,“ ფაქტობრივად კი „რევკომის“ მოწყობა, არის არა მხოლოდ უკანონობა, და ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა. ეს არის ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ღიად გამოწვევა დუელში. ზურაბიშვილის აბსურდულ განცხადებაზე „ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაო,“ რითაც დაადასტურა რომ არის მხარე, ბევრი კომენტარი არც ღირს. აქ მთავარია ის, რომ ზურაბიშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია თავიანთი ქმედებებით შეგნებულად გადიან ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. რატომ? იმიტომ რომ ევროკავშირიდან და აშშ-დან „მწვანე შუქი“ აენთოთ. ამის დასტური გახლდათ თუნდაც აშშ-ს საელჩოს ყბადაღებული "ქარდები", ასევე დიპლომატიური პროტოკოლიდან და ეტიკეტიდან გასული ევროკავშირის ელჩის ჰერჩინსკის განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდებაო. ეს თავხედური განცხადება მას რატომღაც გაუტარეს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი