დღეს ევროპა დემოკრატიის დაკარგვის გაწერილ სცენარს ასრულებს, რომლის საბოლოო მიზანი სწორედ გლობალური კორპორაციული მმართველობის დაკანონებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ნოემბერი 2025, 16:59

ბატონი ზაზა შათირიშვილის მიერ წარმოდგენილი ანალიზი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ სისტემურ პროცესს, რომელიც უკვე წლებია ხორციელდება ევროპაში. დღეს, ევროპული დემოკრატიული არქიტექტურის გამიზნული დანგრევა და მისი კორპორაციული მმართველობის მოდელით ჩანაცვლება მიმდინარეობს. Ipsos-ის კვლევა სწორედ ამ გეგმის ცენტრალური ინსტრუმენტია, ისინი იმ კონკრეტულ ნარატივს ამზადებენ, რომელიც ახალი, არაფორმალური რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის არის საჭირო, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, Ipsos-ის კვლევა სწორედ ამ სისტემურად შექმნილი ჩავარდნების საჯაროდ დემონსტრირების ახალი ეტაპია. ამ კვლევის გამოქვეყნება ნიშნავს არა პრობლემაზე რეაგირებას, არამედ „დანაშაულის აღიარებას“ რომელიც თავადვე მოახდინეს, რათა შემდეგ ხალხს შესთავაზონ ერთადერთი, თითქოსდა „სწორი" გამოსავალი.

„ბატონი ზაზას მიერ წარმოდგენილი ანალიზი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ სისტემურ პროცესს, რომელიც უკვე წლებია ხორციელდება ევროპაში. დღეს ევროპაში, ევროპული დემოკრატიული არქიტექტურის გამიზნული დანგრევა და მისი კორპორაციული მმართველობის მოდელით ჩანაცვლება მიმდინარეობს. Ipsos-ის კვლევა სწორედ ამ გეგმის ცენტრალური ინსტრუმენტია, ისინი იმ კონკრეტულ ნარატივს ამზადებენ, რომელიც ახალი, არაფორმალური რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის არის საჭირო.

უკვე წლებია ევროპაში ელიტები, ოლიგარქიული ოჯახები ახდენენ პოლიტიკური სივრცის კონტროლირებას ისეთი ინსტრუმენტებით, რომლებიც დემოკრატიის მხოლოდ ფორმალურ და გარეგნულ ფორმებს ინარჩუნებს. ეს არის მოჩვენებითი პლურალიზმი, მოჩვენებითი პოლიტიკური კონკურენცია, მოჩვენებითი მმართველობითი პასუხისმგებლობა. Ipsos-ის კვლევა სწორედ ამ სისტემურად შექმნილი ჩავარდნების საჯაროდ დემონსტრირების ახალი ეტაპია. ამ კვლევის გამოქვეყნება ნიშნავს არა პრობლემაზე რეაგირებას, არამედ „დანაშაულის აღიარებას“ რომელიც თავადვე მოახდინეს, რათა შემდეგ ხალხს შესთავაზონ ერთადერთი, თითქოსდა „სწორი" გამოსავალი. ეს „გამოსავალი“ კი არის არა დემოკრატიის გამთლიანება, არამედ მისი ოფიციალური გაუქმება და სამუდამოდ დაკონსერვება. თუ ბოლო ათწლეულების პროცესებს გავაანალიზებთ, ევროკავშირის ერთიან პოლიტიკურ კურსს, ეკონომიკური სტანდარტების ხელოვნურ რესტრუქტურიზაციას, ენერგოპოლიტიკის თვითდესტრუქციულ მიმართულებას, ევროპის სოციალური სისტემის შეგნებულ დაშლას დავინახავთ, რაც ერთ მიზანს, ევროპის და ევროპული სახელმწიფო სტრუქტურების დასუსტებას ემსახურებოდა.

როდესაც სახელმწიფო სუსტდება, პოლიტიკა ავტომატურად გადადის კერძო ძალაუფლების ხელში. ხოლო როდესაც კერძო ძალა არის კონცენტრირებული რამდენიმე გლობალურ კორპორაციაში, მმართველობის ლოგიკა გარდაუვალად იღებს კორპორაციული რეჟიმის კონტურებს.
Ipsos-ის კვლევა ერთი ფრაზით ჯამდება, დემოკრატია აღარ მუშაობს, საჭიროა ახალი სისტემა. კორპორაციული მმართველობის მოდელი, რომელიც კულისებს მიღმა უკვე ჩამოყალიბებულია, ეფუძნება მარტივ პრინციპს: ევროპის ქვეყნები და ხალხები გადაიქცნენ „ფილიალებად“, ხოლო კონტინენტი, ერთ დიდ გლობალურ კორპორაციად, რომელსაც მართავენ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. კორპორაციული მმართველობის თემის გააქტიურება საყურადღებოა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან: თუ ევროპა საბოლოოდ გადაიქცევა კორპორაციულ სისტემად, ეს ცვლილება არ შეჩერდება ევროკავშირის საზღვრებთან, იგი გავრცელდება პარტნიორ ქვეყნებშიც. საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ იმ მოდელის „პერიფერიული ოფისი“, სადაც პოლიტიკური სუვერენიტეტი არც მთავრობას და არც ხალხს არ ექნება. ბატონი ზაზას ანალიზი სრულიად ლოგიკური და წინასწარმეტყველურია, დღეს ევროპა დემოკრატიის დაკარგვის გაწერილ სცენარს ასრულებს, რომლის საბოლოო მიზანი სწორედ გლობალური კორპორაციული მმართველობის დაკანონებაა“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი