უსაზღვრო კონტრასტია საქართველოში დღეს გათენებულ საშობაო განწყობასა და მის გარშემო არსებულ წყვდიადს შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 იანვარი 2026, 18:18

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უწმინდესის წლევანდელ საშობაო ეპისტოლეს ეხმიანება და აცხადებს, რომ პატრიარქის გზავნილი მაკრო და მიკროკოსმოსის შერწყმით, ადამიანის არსებით კითხვებს პასუხობს და მკვეთრ კონტრასტს ქმნის თანამედროვე მსოფლიოს სულიერ ქაოსთან.

„უწმინდესის ეპისტოლე გვახსენებს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა სიყვარულია-" წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ უწმინდესის ეპისტოლე მხოლოდ სარწმუნოებრივი ტექსტი არ არის და ის თანამედროვე პოლიტიკური და მორალური რეალობის მკაფიო ანარეკლსაც წარმოადგენს.

„მაკრო და მიკროკოსმოსს მოიცავს უწმინდესის წლევანდელი საშობაო ეპისტოლე — ტექსტი, რომელმაც კაცობრიობის სამარადისო დრო და სივრცე განჭოლა, რათა თითოეულის გულში დაბუდებულიყო კითხვებით: ვინ ვართ, რისთვის ვართ, როგორები ვართ და რანაირები უნდა ვიყოთ. ყოველ სტრიქონში იკითხება 93 წლის გერონდას სიბრძნე — ადამიანის, რომელმაც საკუთარ გამოცდილებაში მოათავსა გალაქტიკური უსასრულობაც და ადამიანური წუთისოფელიც, და ეს ყველაფერი კაცის გულში ჩაატია მისი ერთადერთი მისიისთვის — ცხონების გზაზე აუცილებელი გაღმრთობის მისაღწევად.

თითქოს მესმის მისი დასუსტებული ხმით მრავალდღიანი კარნახი მდივნის მიმართ, დღესასწაულთა დღესასწაულზე ეპისტოლეს არქიტექტურის შესაქმნელად — რათა თავისი შთაგონებით ერთხელაც დაემსხვრია ჩვენს დაუძლურებულ სულში ჭეშმარიტებასთან მუდმივი ბრძოლა და სიყვარულის მიუღებლობა.

დღეს ყველა როდი ხარობს და ზეიმობს. ზეცაში ბეთლემის ვარსკვლავის გამოჩენასთან ერთად, მომწამვლელ საინფორმაციო სივრცეში გამოვიდნენ ბნელეთის მოციქულები.
„აგერ მე და აგერ თქვენ“ — სხვა ვერაფრით გაგვახარა მისტერიის ღამეს ავი სულებით შეპყრობილმა სააკაშვილმა: „ცოტაც მოითმინეთ და ნაღდ შობას 25 დეკემბერს გაზეიმებთო“. არც უკრაინელები დავიწყიათ — ამ საზეიმო ღამეს გერმანიის კანცლერმა მიმართა ამ მრავალტანჯული ხალხის მესვეურებს: „არც ერთი ახალგაზრდა აღარ გაუშვათ ქვეყნის საზღვრებს გარეთ“. სტივ უიტკოფმაც თავის „ეპისტოლეში“ ანუგეშა ისინი: „დანგრევისა და უბედურების ნუ გეშინიათ — ბლექროკი და ლარი ფინკი მოგხედავენ, მათ ებარებოდეთ“.

რამდენად უსაზღვრო კონტრასტია საქართველოში დღეს გათენებულ საშობაო განწყობასა და მის გარშემო არსებულ წყვდიადს შორის, სადაც მხოლოდ ტირილი და ღრჭენაი კბილთაი ისმის.

უწმინდესმა ერთხელაც სცადა — ჩვენთვის ახალშობილი იესოთი ეჩვენებინა იმედი, სიყვარული და გადარჩენის ერთადერთი გზა; დაერწმუნებინა, რომ სანამ თუნდაც ერთი ცხვარი დაკარგულად ეგულება თავის საწმყსოში, მის ძებნას არ მოეშვება, სანამ არ იპოვის — „და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე“.

უწმინდესის წლევანდელი საშობაო ეპისტოლე იმდენად განსხვავებულია და ქრისტეში მარადიულობის თემით გაჯერებული, რომ ვისაც გადარჩენა გვსურს, ყურადღებით და აუჩქარებლად უნდა წავიკითხოთ.
და რა თქმა უნდა — ვიზეიმოთ და ეს ერთი დღე მაინც განსაკუთრებით გვიყვარდეს ერთმანეთი"- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი