პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 აგვისტო 2026, 14:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს, რომლის რეალიზაციაც რამდენჯერმე განახორციელა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახალხო დამცველი – ომიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც მისი შედეგები აისახება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე
მიხეილ სააკაშვილი - ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესის შეზღუდვას
Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
არქივი