გამჟღავნდა ის ყველაფერი, თუ რისთვისაც იყვნენ გამოფენილი ქუჩაში ლომჯარია-გიგაურის ფინიები-სინამდვილეში ყველაფერი დაკავშირებული ყოფილა ანაკლიის პორტის მშენებლობასათან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 მაისი 2024, 19:10
„დღეს გამჟღავნდა ის ყველაფერი თუ რისთვისაც  იყვნენ გამოფენილი ქუჩაში ლომჯარია-გიგაურის ფინიები ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით!“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, სინამდვილეში ყველაფერი დაკავშირებული ყოფილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასათან, რომელსაც ჩინური  კონსორციუმი ააშენებს, რის შედეგადაც საქართველო ხდება არა დერეფანი, არამედ გზაჯვარედინი, რომელიც თავისთავად ნიშნავს ეროვნულ და საერთოკავკასიურ უსაფრთხოებასთან ერთად ეკონომიკურ კეთილდღეობას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაახლოებას!

მისივე თქმით,  ეს აწუხებდათ და აწუხებთ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს, თავიანთ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ინტერესებთან შეუსაბამისობის გამო!

„ვისაც არ გჯეროდათ, ახლა მაინც დაიჯერეთ! 
რა რუსული კანონი, რის რუსული კანონი! 
დღეს გამჟღავნდა ის ყველაფერი თუ რისთვისაც  იყვნენ გამოფენილი ქუჩაში ლომჯარია-გიგაურის ფინიები ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით!
და ბეხრეკი სალომეს დირიჟორობით!
სინამდვილეში ყველაფერი დაკავშირებული ყოფილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასათან, რომელსაც ჩინური  კონსორციუმი ააშენებს!
რის შედეგადაც საქართველო საბოლოოდ აღიდგენს იმ ისტორიულ მისიას, რომლის გამოც XII-XIII სს. ის იყო იმდროინდელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფუნქციის მქონე!
რის შედეგადაც საქართველო ხდება არა დერეფანი, არამედ გზაჯვარედინი, რომელიც თავისთავად ნიშნავს ეროვნულ და საერთოკავკასიურ უსაფრთხოებასთან ერთად ეკონომიკურ კეთილდღეობას!
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაახლოებას!
აი ეს აწუხებდათ და აწუხებთ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს, თავიანთ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ინტერესებთან შეუსაბამისობის გამო!
თორემ რა "არა რუსულ კანონს", რი "არა რუსულ კანონს!"
რა ვიოლა კრამონი, რი კუბილიუსი!
ვისი გათხოვილი მიხაელ როთი?!“-წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი