თამარ ჯაყელი: არსად წავალ, სანამ სამშობლოს გადარჩენისთვის საბოლოო ბრძოლას ბოლოში არ გავიყვანთ - შეგუებას და გაქცევას დამარცხება მირჩევნია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 ოქტომბერი 2024, 10:35
„ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს, ახლა თუ არ გავაკეთე ჩემი მაქსიმუმი. არსად წავალ, სანამ სამშობლოს გადარჩენისთვის საბოლოო ბრძოლას ბოლოში არ გავიყვანთ - შეგუებას და გაქცევას დამარცხება მირჩევნია“, - ამის შესახებ აქტივისტი, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

„თუ ესეც წავაგეთ, მერე ჩავალაგებ ჩემოდანს და თავიდან დავიწყებ ცხოვრებას სადმე კარგ ქვეყანაში, უკეთეს პირობებში, უფრო უზრუნველი, მაგრამ სამშობლოდაკარგული.

იმედი მაქვს, ბევრს გიხილავთ რუსთაველზე. არ ვიცი რა გველის, მაგრამ თქვენთან ერთად ვიდგები მხარდამხარ, როგორც და რამდენი ხანიც იქნება საჭირო“, - წერს ჯაყელი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი