ნინო წილოსანი: ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისგან და ბოროტისგან და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 დეკემბერი 2024, 11:07
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, პროტესტის მონაწილე რადიკალების მიერ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განსხვავებული აზრის მქონე დედაზე თავდასხმას ეხმიანება და ფაქტის ამსახველ ნახატს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, სწორედ ასეთია ქართველი ჭეშმარიტი დედის ფენომენი, რომელიც ინციდენტის მონაწილე დედის მსგავსად, შვილს ცუდისგან იცავს და მას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ იყენებს.

“ამ დღეების მანძილზე ვერ მოვახერხე ჩემი დამოკიდებულება  გამომეხატა ქართველი დედის ჭეშმარიტ ფენომენზე 

ეს ნახატი ყველაზე  კარგად აღწერს რისი დაწერაც მინდოდა ..

ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა,  ვინც  თავის შვილს იცავს  ცუდისგან და ბოროტისგან.. და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ  პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!” - წერს ნინო წილოსანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი