გიორგი გამსახურდია თათა ხუნდაძეზე: აღიარა რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც. ისე, ცნობისთვის, მაშინ 14 წლის გახლდით. აი ეს დამოკიდებულება აქვთ ბავშვებზე ზოგადად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 მაისი 2025, 18:53
ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა, რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც. ისე, ცნობისთვის, მაშინ 14 წლის გახლდით. აი ეს დამოკიდებულება აქვთ ბავშვებზე ზოგადად, ამ მანქურთებს, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია რადიკალების აქტივისტის, თათა ხუნდაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, არ ესმის გამსახურდია როგორ არ ჩააყოლეს მამამისს.

როგორც მან აღნიშნა, „ნაცები“ რომ ოდესმე დაბრუნდნენ, გიორგი ზერეკიძის ისტორია, მონაგონი გახდება.

„აგერ ბატონებო, რაზედაც ვსაუბრობდი სულ. მიშას და ნაცბანდის, საშუალო ყალიბის მომხვეჭელი, სუსტი ყოფაქცევის ქალბატონი, ღიად საუბრობს სიძულვილზე. გეუბნებოდით, ესენი ზვიად გამსახურდიასთან არაფერ შუაში არ იყვნენ და არც არიან. ზვიადის სახელს, ყოველთვის ოსტატურად იყენებდა თაღლითი მიშა, ისე კიდევ მას კავკასიელ ჰუსეინს უწოდებდა.

ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც. ისე, ცნობისთვის, მაშინ 14 წლის გახლდით. აი ეს დამოკიდებულება აქვთ ბავშვებზე ზოგადად, ამ მანქურთებს.

წარმოგიდგენიათ, ესენი რომ ოდესმე დაბრუნდნენ, მაგარი ბიჭის, გიორგი ზერეკიძის ისტორია, მონაგონი გახდება.

P.S. Tata Khundadze ისე შენი ნატვრა, ბევრმა სცადა, მაგრამ არ დავკონკრეტდები რა გზითაც წავიდნენ“, - წერს გიორგი გამსახურდია.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი