სოსო არჩვაძე: დასავლეთის მხრიდან რომ სწორედ პოლიტიკური ხედვები უდევს საფუძვლად მოლდოვისთვის საქართველოსთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას, ამის საილუსტრაციოდ მოვიტან რამდენიმე მაჩვენებელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
350 23 აგვისტო 2025, 20:27

დასავლეთის მხრიდან რომ სწორედ პოლიტიკური ხედვები უდევს საფუძვლად მოლდოვას საქართველოსთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას, ამის საილუსტრაციოდ მოვიტან რამდენიმე მაჩვენებელს, რომლებიც, მიკერძოებაში რომ არ ჩაგვითვალონ, ეყრდნობა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია, - წერს ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამჟამინდელი ფაქტობრივი ეკონომიკური მდგომარეობით რომ ხდებოდეს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველო, მოლდოვასაგან განსხვავებით, ნამდვილად არ იქნებოდა აღნიშნული გაერთიანების ყველაზე „სუსტი რგოლი“.

არჩვაძის თქმით, ერთ-ერთი მაგალითია ეკონომიკური პროგრესი, რომელშიც საქართველოს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს მოლდოვასთან შედარებით.

„დასავლეთის მხრიდან რომ სწორედ პოლიტიკური ხედვები უდევს საფუძვლად მოლდოვას საქართველოსთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას, ამის საილუსტრაციოდ მოვიტან რამდენიმე მაჩვენებელს, რომლებიც, მიკერძოებაში რომ არ ჩაგვითვალონ, ეყრდნობა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია. 2025 წლისთვის მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტი საქართველოში აღემატება მოლდოვას ანალოგიურ მაჩვენებელს: 15.9 პროცენტით - მიმდინარე ფასებით (ვალუტის ოფიციალური კურსით) და 56.3 პროცენტით - ვალუტის მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით (PPP); იგივე მაჩვენებლით - მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტით - საქართველო მსოფლიოში 83-ე ადგილზეა მიმდინარე ფასებით და 70-ე ადგილზე - მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით (PPP-ით); მოლდოვას ანალოგიური მაჩვენებლებით მსოფლიოში უკავია, შესაბამისად, 89-ე და 94-ე ადგილები, ანუ მოლდოვა საქართველოს ჩამორჩება 6 და 24 ადგილით.

ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით, საქართველოს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს მოლდოვასთან შედარებით. მაგალითად, მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტის თანაფარდობა საშუალო მსოფლიო დონესთან საქართველოში გაიზარდა 2012 წლის 70 პროცენტიდან 2025 წლის 120 პროცენტამდე, მოლდოვაში კი პირიქით, შემცირდა 80-დან 77 პროცენტამდე. 20212 წელთან შედარებით საქართველომ გაზარდა თავისი წილი გლობალურ ეკონომიკაში 0.040 პროცენტიდან 0.055 პროცენტამდე; იმავე პერიოდში მოლდოვას წილი შემცირდა 0.025 პროცენტიდან 0.022 პროცენტამდე.

2012 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თანაფარდობით ქვეყნის სამამულო პროდუქტთან, მოლდოვას საქართველოსთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა (მოლდოვა: -7.4%, საქართველო: -11.1%), ამჟამად მდგომარეობა აბსოლუტურად საპირისპიროა. - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში -4.4 პროცენტის დონეზეა, მოლდოვაში კი - -14.5 პროცენტს აღწევს.

ამგვარი შედარებების გაგრძელება თითქმის დაუსრულებლად შეიძლება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამჟამინდელი ფაქტობრივი ეკონომიკური მდგომარეობით რომ ხდებოდეს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველო, მოლდოვასაგან განსხვავებით, ნამდვილად არ იქნებოდა აღნიშნული გაერთიანების ყველაზე „სუსტი რგოლი..." - წერს სოსო არჩვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი