უმძიმესი დანაშაულები იხსნება მას შემდეგ, რაც მდინარაძემ ჩაიბარა სუს-ი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
328 25 ოქტომბერი 2025, 16:44

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

ექსპერტი ხაზს უსვამს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის აქტიურ მუშაობაზე, რომ უწყების ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შემდეგ უმძიმესი დანაშაულები იხსნება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2კგ. ურანის შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეთა ჯგუფი გეგმავდა რადიოაქტიური ნივთიერების 400 000 აშშ დოლარად შეძენას და რუსეთის გავლით უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში.


დღე არ გავა, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ შევიტყოთ უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მუშაობის შესახებ, უმძიმესი დანაშაულები იხსნება მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ ჩაიბარა სუს-ის სამსახური. წარმატებას ვუსურვებ უსაფრთხოების სამსახურს და პირადად მის ხელმძღვანელს ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - წერს ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი