დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე: პროკურატურა ამ ქეისს მიუდგა ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 ოქტომბერი 2025, 16:24

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში, ბრალდებულ ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ყველა ვხედავთ თუ როგორ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა დანაშაულთან მიმართებაში, მაგრამ არც ჰუმანური მიდგომები ავიწყდება, რისთვისაც მადლობა მათ.“

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, დღევანდელი ხელისუფლების მუშაობის პრინციპი მაღალ სტანდარტზეა ასული.

„მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბევრად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს პროკურატურა ამ ქეისს მიუდგა ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით.

ყველა ვხედავთ თუ როგორ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა დანაშაულთან მიმართებაში, მაგრამ არც ჰუმანური მიდგომები ავიწყდება, რისთვისაც მადლობა მათ.
აღარ მინდა პარალელი გავავლო სააკაშვილის პროკურატურის მუშაობასთან დღევანდელი პროკურატურის მუშაობა, მაგრამ არც დავიწყება შეიძლება.

დღევანდელი ხელისუფლების მუშაობის პრინციპი მაღალ სტანდარტზეა ასული, ადამიანი უპირველეს ყოვლისა“, - წერს ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი