ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის ელჩი აღიარებს, რომ გაწევრიანების პროცესი ზაფხულში შეჩერდა - თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რატომ ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი საქართველოს ხელშია? გზა ევროპისკენ არ ნიშნავს ბიუროკრატიულ ცინიზმზე ბრმად დამორჩილებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
308 07 ნოემბერი 2025, 12:28
„ევრო-ბიუროკრატიის ფარისევლობა ბოლომდე გაიშიფრა. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის აღიარება ყველაფერს ნათელს ჰფენს - ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება გადაწყდა არა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, არამედ ხუთი თვით ადრე!  სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიმართლეს ხმამაღლა იტყოდა, “ევროპელი პარტნიორები” ჩუმად იღებდნენ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და თან ქართული საზოგადოებისთვის სხვა რამის შესაღებას ცდილობდნენ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში. 

ქადაგიძის შეფასებით, ევროკავშირის ელჩი თავადვე აღიარებს, რომ გაწევრიანების პროცესი ზაფხულში შეჩერდა, შესაბამისად, როცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ევრობიუროკრატები აგრძელებდნენ ფარსს „პარტნიორული პროგრესის შეფასებით“ და ატყუებდნენ საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი საქართველოს ხელში იყო. მისი თქმით, საქართველოს გზა ევროპისკენ არ ნიშნავს ბიუროკრატიულ ცინიზმზე ბრმად დამორჩილებას.

„ევრობიუროკრატიის ფარისევლობა ბოლომდე გაიშიფრა.
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის აღიარება ყველაფერს ნათელს ჰფენს — ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება გადაწყდა არა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, არამედ ხუთი თვით ადრე!
ანუ სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიმართლეს ხმამაღლა იტყოდა, “ევროპელი პარტნიორები” ჩუმად იღებდნენ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ — და თან ქართული საზოგადოებისთვის სხვა რამის შესაღებას ცდილობდნენ.
ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ბრიუსელის ბიუროკრატიის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ თავიდან ბოლომდე ფარსი იყო.
წლების განმავლობაში გვაჯერებდნენ, თითქოს საქმე საქართველოს მხრიდან ვერაგ ნაბიჯებში იყო, თითქოს ჩვენ ვიშორებდით ევროპულ გზას...
სინამდვილეში კი ევროკავშირის შიგნით უკვე მიღებული ჰქონდათ გადაწყვეტილება და უბრალოდ ეძებდნენ საბაბს, როგორ გადმოებრალებინათ ყველაფერი საქართველოზე.
ეს არის კლასიკური ინსინუაციური კამპანია: ჯერ იღებენ ფარულ გადაწყვეტილებებს, მერე ბრალს სდებენ სხვას “არაევროპულობაში”, ბოლოს კი ცდილობენ მორალური უპირატესობის დემონსტრირებას.
ესაა ფარისევლობა და ევროპული ბიუროკრატიის ცინიზმი.
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება იყო სრულიად სწორი და პრინციპული პასუხი ამ ფარსზე.
ის არ დამალულა დიპლომატიური ეტიკეტის უკან - არამედ ხმამაღლა თქვა, რაც რეალურად ხდებოდა: ევროკავშირმა საქართველოს მიმართ პარტნიორობა ფიქციად აქცია, ხოლო პოლიტიკური ზეწოლა - ყოველდღიურ პრაქტიკად. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არა სხვისი ექსპერიმენტების პლატფორმა. ჩვენ პრინციპულად არ უნდა
გავუწიოთ ანგარიში ბიუროკრატებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის რეალურ პრობლემებს ვერ აგვარებენ და ენერგიას საქართველოს მორიგი „სასჯელის“ დაგეგმვაზე ხარჯავენ.
დღეს, როცა ევროკავშირის ელჩი თავად აღიარებს, რომ გაწევრიანების პროცესი ჯერ კიდევ ზაფხულში შეჩერდა, სრულიად ლოგიკურია შეკითხვა: თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რატომ აგრძელებენ საქართველოს “პარტნიორული პროგრესის შეფასებას”? 
რატომ ატყუებენ ქართულ საზოგადოებას თითქოს ყველაფერი “საქართველოს ხელშია”?
საქართველოს გზა ევროპისკენ არ ნიშნავს ბიუროკრატულ ცინიზმზე ბრმად დამორჩილებას.
ეს ნიშნავს - ღირსებას, გადაწყვეტილებების თავისუფლებას და ხმამაღალ უარს ფარსზე.
ფარისევლობა ევროპის სახელით დასრულებულია. 
გმადლობთ... ნახვამდის!“ - წერს ქადაგიძე.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=817828557771374&id=100086327117582&rdid=W8iDQHY6xrNrHgh4#
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი