შაქარიშვილი- პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 მარტი 2026, 18:46
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ თითქოს საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, ამბობს, რომ „იმ ფონზე, როდესაც უდიდესი მასშტაბის კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელმაც უკვე 20-მდე ქვეყანა მოიცვა და ვითარება სულ უფრო მძიმდება, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ცრუ ბრალდებების გაჟღერება არის ღალატი და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!“

შაქარიშვილი ამბობს, რომ სცენარიც და მიზანიც აბსოლუტურად იგივეა, რაც საბოლოოდ ქვეყნის დესტაბილიზაციას გულისხმობს. 

„პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის გუშინ გაჟღერებული აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არ არის შემთხვევითი მოვლენა, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება. 

ქვეყნის გარეთ დაგეგმილი სცენარის ნაწილი იყო ხიდაშელის ცრუ მოწმედ გამოჩენა ჰელსინკის კომისიაზეც, სადაც მან საქართველოს დააბრალა ირანისთვის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში. 
საგულისხმოა, რომ ეს ბრალდებები ისმის თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან. 

ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ  უცხოური აგენტურის არსებობის პირობებში გამორიცხულია ჩვენს ქვეყანას დამშვიდების და ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს! 

იმ ფონზე, როდესაც უდიდესი მასშტაბის კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელმაც უკვე 20-მდე ქვეყანა მოიცვა და ვითარება სულ უფრო მძიმდება, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ცრუ ბრალდებების გაჟღერება არის ღალატი და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს! 

პარალელურად იბეჭდება შეკვეთილი სტატიები საერთაშორისო მედიაში, რომელთაც ხელოვნურად უწევენ აქტუალიზაციას კაპიტანი გიგაური და აგენტურული ქსელის მედია-განყოფილებები. 
სცენარი აბსოლუტურად იგივე, რაც უკრაინის ომის დაწყებიდანვე ამოქმედდა, მიზანიც იგივე - საქართველოს დესტაბილიზაცია!“- წერს შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი