ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერ ლიდერებზე: დადონ პროგრამა, თავიანთი მოსაზრებები, როგორი ხედვა აქვთ ქვეყნის განვითარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 მაისი 2024, 01:10

იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოს პოლიტიკაში ისევ იყვნენ, დადონ პროგრამა, თავიანთი მოსაზრებები როგორი ხედვა აქვთ ქვეყნის განვითარებისთვის, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და არა ის, რომ ამბობენ, ჩვენი გზა ევროპაშია, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„გზა კარგია, მაგრამ თვითონ გვითხრან, ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ რას აპირებენ, რა იქნება მათი პროგრამა და რატომ უნდა ენდოთ მათ ხალხი. მალე არის არჩევნები, წარმოადგინონ თავიანთი თავი. ყველას თავისი პოლიტიკური გემოვნება აქვს და ვისაც ვინ მოეწონება მას მისცემს ხმას და მას ანდობს ქვეყნის მართვას. მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვერ შეძლებენ არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას და კანონი მათთვის მიზეზია, რომ რევოლუციური მუხტი წარმოადგინონ, ხელისუფლებას თითქოს ზიანი მიაყენონ. მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ყველაფერი წარმავალია. ყველაზე მეტი, რაც შეგვიძლია ამ ხელისუფლებას კარგი დავაბრალოთ ეს არის, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ჩვენ გვაქვს სტაბილურობა“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი