დავით ქართველიშვილი: დღესაც 14 აპრილი აღინიშნება როგორც დედაენის დღე და იგი ეროვნული ერთობისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 აპრილი 2026, 11:42

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს დედაენის დღისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთია, ვინც საჯარო განცხადებებში ებრძვის ქართულ ენას და ქართველიშვილი მას ახსენებს 1978 წელს განვითარებულ მოვლენებს:

„საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო ჩანაწერი, რომ ქართული ენა იყო სახელმწიფო ენა. რას აკეთებს ამ დროს ქართველი "საბჭოთა" ხალხი? ის ხალხი, რომლის "განსაბჭოებასთვის" დღესაც იბრძვის "მადამ ლეგიტიმაცია": 14 აპრილს ათასობით მოქალაქე - სტუდენტები, პროფესორები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მუშები - გამოვიდა თბილისის ქუჩებში“ - წერს ანალიტიკოსი.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკვე იყო ილია მეორე.

„14 აპრილი, დედაენის დღე, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც ეძღვნება ქართულ ენას, როგორც ეროვნული იდენტობის ბირთვს. ამ დღესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და შთამბეჭდავი მოგონება უკავშირდება 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც ქართული ენა ხალხის ნების ძალით გადარჩა.

დღეს ქართულ ენას, თავის ყოველ საჯარო განცხადებასა თუ ფბ-სტატუსში უმოწყალოდ რომ ებრძვის მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, მის გასაგონადაც მინდა შევახსენო "დედაენის დღე". "მართმადიანები" ამ ბრწყინვალე შვიდეულს "აღზდგას" რომ არ ზეიმობენ, აი ამ ზურაბიშვილს მინდა შევახსენო ქართულ ენასთან უმოწყალოდ ბრძოლის ეს დღე. იმ სალომეს, "რომელიც საქართველოში დაიბადა, ოღონდ მის საზღვარგარეთეთში". დიახ, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო ჩანაწერი, რომ ქართული ენა იყო სახელმწიფო ენა. ეს მოცემულობა უნდა შეცვლილიყო საბჭოთა მოდელით - რუსული უნდა ყოფილიყო სსრკ-ს ერთადერთი "საერთო ენა" და ადგილობრივი ენები მეორე პლანზე უნდა გადანაცვლებულიყო.

რას აკეთებს ამ დროს ქართველი "საბჭოთა" ხალხი? ის ხალხი, რომლის "განსაბჭოებასთვის" დღესაც იბრძვის "მადამ ლეგიტიმაცია": 14 აპრილს ათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისის ქუჩებში - სტუდენტები, პროფესორები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მუშები, და ეს იყო იმის ერთ-ერთი იშვიათი მაგალითი, როდესაც საბჭოთა მთავრობამ უკან დაიხია. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ხალხის ხმა "გაითვალისწინა" და ქართული ენა შენარჩუნდა, როგორც სახელმწიფო ენა.

საინტერესო ისტორიული დეტალი: იმ წელს საქართველოს უკვე ჰყავს თავისი ახალი კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჩვენი აწ განსვენებული ერის მამა და ეს იყო მისი სულიერი წინამძღოლობით და ლოცვით მიღწეული პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება "ლუციფერზე", იმ წელს აღდგომა მოდიოდა იმავე 30 აპრილზე, როგორც ეს არანაკლებად საბედისწერო 1989 წელს მოხდა, იმ დღეს "საბჭოთა" ხალხის დიდი ნაწილი ტაძრებში შევიდა და ლოცულობდა ქართული ენის გადასარჩენად. ზოგიერთი კი მწერალთა კავშირის შენობასთან შეიკრიბა და პირველად გაჟღერდა ღიად ანტირეჟიმული განწყობა, რასაც იმ პერიოდში დიდი რისკი ახლდა. დღესაც 14 აპრილი აღინიშნება როგორც დედაენის დღე და იგი ეროვნული ერთობისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა” - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი