ჯაბა ხუბუა: გგონიათ, საქართველოს პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტის გამო აგორებული კამპანია მის ინგლისურენოვან გამოსვლას უკავშირდებოდა? ,,მეხუთე კოლონის" მცდელობაა, ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 31 მარტი 2026, 10:14
არსებობს მრავალგზის გამოცდილი და უტყუარი ტესტი: რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, ის საზიანოა ნაცლიბერალური ,,მეხუთე კოლონისათვის"! ჰოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ეს ნიშნავს უბედურების ზარის ჩამოკვრას ანტიქართული, ნაცლიბერალური სექტისათვის. (,,ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!") -  წერს X-ზე ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.

მისივე თქმით, საქართველოს პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტის გამო აგორებული უღირსი კამპანიით ნაცლიბერალური „მეხუთე კოლონა“ შეეცადა დაეკნინებინათ თავად ვიზიტის მნიშვნელობა და ხელი შეეშალათ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესისათვის.

„არსებობს მრავალგზის გამოცდილი და უტყუარი ტესტი: რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, ის საზიანოა ნაცლიბერალური ,,მეხუთე კოლონისათვის"! ჰოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ეს ნიშნავს უბედურების ზარის ჩამოკვრას ანტიქართული, ნაცლიბერალური სექტისათვის. (,,ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!") 

თქვენ გგონიათ, საქართველოს პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტის გამო აგორებული უღირსი კამპანია მართლა მის ინგლისურენოვან გამოსვლას უკავშირდებოდა და მხოლოდ მის პიროვნულ გაშავებას ემსახურებოდა? უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ნაცლიბერალური ,,მეხუთე კოლონის" მცდელობა, დაეკნინებინათ თავად ვიზიტის მნიშვნელობა და ხელი შეეშალათ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესისათვის. 

ისე კი, საინტერესოა - საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზების არდაშვება ვის ინტერესებში შედის? შემთხვევით, კრემლის ინტერესებში ხომ არა? და ასევე ,,შემთხვევით" ნაცსექტა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ხომ არ მოქმედებს? 

იმედია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს მთავრობის მეთაურთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგებისაკენ მიმართული სხვა, უფრო ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება, რაც უცილობლად გააძლიერებს ნაცლიბერალური ,,მეხუთე კოლონის" პროვოკაციულ მცდელობებსაც, ხელი შეუშალონ ამ პროცესს. (ნეტავი, რატომ? ,,შემთხვევით", კრემლის დავალებით ხომ არა?) 

მოკლედ, უკვე მერამდენედ მტკიცდება, რომ რაც საქართველოსათვის კარგია, ის ავტომატურად ცუდია კოლექტიური სანაცეთისათვის და პირიქით - რაც კოლექტიური სანაცეთისათვის ცუდია, ავტომატურად კარგია საქართველოსათვის“, - წერს ჯაბა ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი