დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 თებერვალი 2026, 12:32
პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ITB China 2026-ში საქართველოს მონაწილეობას ეხმიანება. მისი თქმით, შანხაიში აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე — ITB China-ზე ოფიციალური ქვეყანა-პარტნიორის სტატუსით წარდგენა ქვეყნისთვის ჩინურ ტურისტულ ბაზარზე პრიორიტეტულ პოზიციონირებას ნიშნავს.


„ჩინურ საერთაშორისო ურთიერთობათა ლოგიკაში პარტნიორის სტატუსი ფორმალობა არ არის — ეს ნდობისა და ჩართულობის ნიშანია" - აღნიშნა ექსპერტმა და განმარტა, რომ ITB China 2026-ზე საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ ტურისტულ პრეზენტაციას  სცდება და ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.



"2026 წლის 26–28 მაისს შანხაიში საქართველო გახდება აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის — ITB China-ს ოფიციალური ქვეყანა-პარტნიორი. ტერიტორიისა და მოსახლეობის მიხედვით მასშტაბურად პატარა საქართველო გამოდის ფორუმის ავანსცენაზე, რომელიც მილიარდიან ჩინურ ტურისტულ ბაზარზეა ორიენტირებული. ჩინურ საერთაშორისო ურთიერთობათა ლოგიკაში პარტნიორის სტატუსი ფორმალობა არ არის — ეს ნდობისა და ჩართულობის ნიშანია: საქართველო „ვიტრინაზე“ დასაყენებელ უბრალოდ მონაწილედ არ მიიწვიეს, არამედ ამ პროცესში პრიორიტეტული როლი მიანიჭეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი ეს მონაწილეობა: 400 კვადრატული მეტრის ექსკლუზიურად ბრენდირებული სივრცე, ქვეყნის ლოგო ყველა ოფიციალურ მასალაში, VIP-ტურის დაწყება სწორედ ქართული სტენდიდან, გამოფენის გახსნის ოფიციალური ვახშმის მასპინძლის სტატუსი — ეს ყველაფერი რიგითი სარეკლამო კამპანიის ელემენტები კი არა, სიმბოლური პოზიციონირების ინსტრუმენტებია. ჩინური აუდიტორია, რომელიც სტატუსებსა და იერარქიებზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ასეთ დეტალებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს: თუ პატარა ქვეყანას ცერემონიის ცენტრში აყენებენ, ეს ნიშნავს, რომ მას აღიქვამენ როგორც საინტერესო და პერსპექტიულ პარტნიორს და არა როგორც ეგზოტიკურ დეკორაციას.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ ნაბიჯის ეკონომიკური პრაგმატიზმიც. ჩინური და, ზოგადად, აზიური გამავალი ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადახდისუნარიანია. ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების თუნდაც შეზღუდული ზრდა საქართველოსთვის შეიძლება ეფექტით გაუტოლდეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამასთან, აქცენტი კეთდება არა ქვეყნის „აბსტრაქტულ ბრენდზე“, არამედ კონკრეტულ პროდუქტებზე: ღვინო, კულინარია, კულტურა, რეგიონული ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესი. დაახლოებით 70 ქართული კომპანიის მონაწილეობა ITB China 2026-ზე ამ მოვლენას პრაქტიკულ საექსპორტო და საინვესტიციო ინსტრუმენტად აქცევს.

ეს ისტორია იმის შესახებაც არის, თუ როგორ შეუძლია პატარა ქვეყანას გლობალურ მონსტრთან საუბარი თანასწორ დონეზე — საქართველო არ ეჯიბრება ჩინეთს მასშტაბებში; ის სთავაზობს უნიკალურობას, იდენტობასა და სანდოობას. ITB China 2026-ზე პარტნიორობა ნათლად აჩვენებს: სწორ სტრატეგიაში ზომათა განსხვავება სუსტ წერტილად აღარ რჩება და კონკურენტულ უპირატესობად გადაიქცევა. აქ კი თვალშისაცემია კონტრასტიც: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს,"- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი