„ქართული ოცნება“ დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ „ოპოზიციასთან“ ბრძოლით - ის საკუთარი უახლოესი წარსულის რევიზიონიზმს იწყებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 დეკემბერი 2025, 14:42

„მმართველი პარტია ქვეყნის სახელმწიფოებრივი კონსტრუქციის შიდა დემონტაჟის ფაზაში შევიდა არა სიტყვით, არამედ საქმით,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოძიების საფუძველზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას.

როგორც დავით ქართველიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული, მმართველი ძალის ეს ნაბიჯი უფრო ხელისუფლების სიმწიფეზე მიანიშნებს, ვიდრე მისი თვითგანადგურების დასაწყისზე.

„გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება ჩემთვის არა იმდენად კრიმინალური ქრონიკის ეპიზოდია, რამდენადაც მკაფიო პოლიტიკური დიაგნოზი. როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა აკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, სისტემის შინაარსის წარმომადგენელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ეს ერთ რამეზე მიუთითებს: მმართველი პარტია ქვეყნის სახელმწიფოებრივი კონსტრუქციის შიდა დემონტაჟის ფაზაში შევიდა - არა სიტყვით, არამედ საქმით.

„ქართული ოცნება“ დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ „ოპოზიციასთან“ ბრძოლით - ის საკუთარი უახლოესი წარსულის რევიზიონიზმს იწყებს: საჯაროდ, დემონსტრაციულად და წინა დამსახურებების მიუხედავად. ეს ჩემთვის უფრო ხელისუფლების მომწიფების ნიშანია, ვიდრე მისი თვითგანადგურების დასაწყისი.

სწორედ ამ კონტექსტში მინდა გავაკეთო შედარებითი ანალიზი „საქართველო-2011“-ის - „საქართველო-2025"-თან. აქ კონტრასტი მიხეილ სააკაშვილის ეპოქასთან პრინციპულია. დიახ, სააკაშვილის მმართველობის დროსაც ხდებოდა „ექს-თავისიანების“ ხმაურიანი დაკავებები, მაგრამ ეს იყო წერტილოვანი და სადამსჯელო ხასიათის ნაბიჯები და ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარდა, გამორიცხულია, ვინმე გაგვახსენდეს. მაშინ მმართველი პარტიის ლოგიკა მარტივი და მკაცრი იყო: ან ხარ ლოიალური, ან ჩუმად ხარ. მაგრამ, თუ ბელადს საჯაროდ დაუპირისპირდი, მაშინ მტერი ხდები. ეს იყო შიშსა და კორპორაციულ დისციპლინაზე აგებული ვერტიკალი და არა უზნეობაში ჩაფლული ყოფილი ელიტის სერიული დემონტაჟი.

დღევანდელი სურათი განსხვავებულად სხვაგვარია: გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება იზოლირებული შემთხვევა არ არის - ის ერთიანი ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ყოფილი მინისტრების, მინისტრის მოადგილეების და სისტემის „მძიმეწონოსნების“ წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს მოიცავს. ეს არ ეფუძნება პირად კონფლიქტზე აგებულ რეაქციას - ეს არის მთელი მმართველი არქიტექტურის გადაპროგრამების მცდელობა. ფაქტობრივად, ხელისუფლება ჩინოვნიკურ კლასს ეუბნება: წარსულით მოპოვებული გარანტიები აღარ არსებობს. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს აძლიერებს მავნე პროცესებზე სახელისუფლებო კონტროლს, გრძელვადიანში კი, თავად ელიტის შიგნით ანგრევს „დაუსჯელობის პრეზუმფციას“.

პოლიტიკური სარგებელი აქ ორმხრივია: თუ საქმეებს მიიყვანენ განაჩენამდე, მყარი მტკიცებულებებითა და შერჩევითობის გარეშე - მმართველ გუნდს ქართული საზოგადოებისთვის იშვიათი და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის უჩვეულო არგუმენტის წარდგენა შეეძლება, რომ „ხელშეუხებელთა კასტა“ არ არსებობს. ეს აძლიერებს სახელმწიფოს და ურტყამს კორუფციულ „კულტურას“. მაგრამ თუ, თუნდაც „რჩეულების“ მიმართ გაჩნდება განცდა, რომ საქმე გვაქვს აპარატულ შერჩევით ანგარიშსწორებასთან ან გავლენებისა და რესურსების გადანაწილებასთან, ეფექტი საპირისპირო იქნება - ელიტები დაიწყებენ პრევენციული საბოტაჟის რეჟიმში ცხოვრებას, ხოლო თავად ხელისუფლება საკუთარი კადრებისთვის ტოქსიკური გახდება.

ამ ეტაპზე კი, შევინარჩუნოთ სამართლიანობის კულტურა და სასამართლო განაჩენის გამოტანამდე უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაგვავიწყდეს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი