გიორგი გამსახურდია ზვიად გამსახურდიას ახალგაზრდობისადმი მიმართვას აქვეყნებს: „იმედი მაქვს, რომ სტუდენტობა საბოლოოდ გაარჩევს თეთრსა და შავს, დაუბრუნდება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას და იხსნის საქართველოს დაღუპვისაგან“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 მარტი 2025, 18:45
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში 1993 წლის 28 თებერვალს გაზეთში „აღდგომა“ დაბეჭდილ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ახალგაზრდობისადმი მიმართვას აქვეყნებს.

როგორც ზვიად გამსახურდია მის მიმართვაში აღნიშნავს, იმპერიის აგენტურა საქართველოში ყოველნაირად ცდილობდა ეროვნული მოძრაობისთვის და საერთოდ ეროვნული იდეოლოგიისათვის ჩამოეშორებინა სტუდენტი ახალგაზრდობა, დაენერგა მასში პოლიტიკური ინდიფერენტიზმი, ეროვნული ნიჰილიზმი, ყალბად გაგებული კოსმოპოლიტიზმი, ხოლო ახალგაზრდობის ნაკლებად მოაზროვნე ნაწილში კრიმინალური იდეოლოგია. მისივე თქმით, ეროვნული იდეალების ერთგულება ახალგაზრდების ამ ცრუ მოძღვრებმა პროვინციალიზმად და ჩამორჩენილობად მონათლეს, რწმენის ერთგულება - ფანატიზმად, ნერგავდნენ დასავლეთის ფსევდოკულტურას, ფსევდომონდიალიზმს, უინტელექტო პროვინციალებს უწოდებდნენ ეროვნული მოძრაობის თავკაცებს.

„მსურს ზვიადის კიდევ ერთი მიმართვა შემოგთავაზოთ. მიმართვა მიმართულია მაშინდელი ახალგაზრდობისადმი და დაყრდნობილია, ეროვნულ-პატრიოტულ იდეებზე და არა იმ იდეებზე რითაც დღეს ცდილობს ფსევდო-ოპოზიცია ახალგაზრდების ცნობიერებაში შეღწევას და თავზე მოხვევას.
1993 წლის 28 თებერვალს გაზეთში „აღდგომა“ № 7 (39) დაიბეჭდა დევნილობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის (1991-1993 წლები) ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას (1939-1993 წლები) მიმართვა სტუდენტი ახალგაზრდობისადმი

„ძვირფასო ახალგაზრდებო!

ყველა მოწინავე და ცივილიზებულ ქვეყანაში სტუდენტი ახალგაზრდობა ბარომეტრია ერის პოლიტიკური ცხოვრებისა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს. საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ძირითადად ახალგაზრდული მოძრაობა იყო. სტუდენტი ახალგაზრდობა ძირითადი დასაყრდენი იყო ჩვენთვის საბჭოთა პერიოდში, შევარდნაძის კომუნისტურ, რუსიფიკატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში.

თუმც იმპერიის აგენტურა საქართველოში ყოველნაირად ცდილობდა ეროვნული მოძრაობისთვის და საერთოდ ეროვნული იდეოლოგიისათვის ჩამოეშორებინა სტუდენტი ახალგაზრდობა, დაენერგა მასში პოლიტიკური ინდიფერენტიზმი, ეროვნული ნიჰილიზმი, ყალბად გაგებული კოსმოპოლიტიზმი, ხოლო ახალგაზრდობის ნაკლებად მოაზროვნე ნაწილში კრიმინალური იდეოლოგია. ეროვნული იდეალების ერთგულება ახალგაზრდების ამ ცრუ მოძღვრებმა პროვინციალიზმად და ჩამორჩენილობად მონათლეს, რწმენის ერთგულება - ფანატიზმად, ნერგავდნენ დასავლეთის ფსევდოკულტურას, ფსევდომონდიალიზმს, უინტელექტო პროვინციალებს უწოდებდნენ ეროვნული მოძრაობის თავკაცებს, ეს თავად პროვინციალები. ისინი ახალგაზრდობას უმალავდნენ, ან შესაძლოა თავადაც არ უწყოდნენ, რომ ყოველ დროში თვით უნივერსალური, კოსმოპოლიტურად მოაზროვნე გენიოსები ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების თუ პოლიტიკის დარგში, თავისი ერის გულმხურვალე პატრიოტები იყვნენ მუდამ და რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ურთიერთგამომრიცხავი არ გახლავთ, როგორც ეს შესანიშნავად აღმოაჩინა ჩვენმა დიდმა ვაჟა-ფშაველამ.

მიუხედავად ამისა, კრემლის ზემოხსენებული ემისრები განაგრძობდნენ თავის ბნელ საქმიანობას და ერთხანს მათ დიდ შედეგებს მიაღწიეს იმით, რომ ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაშორეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და უფრო მეტიც, ეროვნული ხელისუფლებისადმი მტრულად განაწყვეს და ფსევდოოპოზიციურ საქმიანობაში ჩაითრიეს.

ეს ყოველივე კარგად გამოვლინდა ოპოზიციური ახალგაზრდობის ჩემთან შეხვედრისას 1991 წლის შემოდგომაზე.

მაგრამ განვლილმა ერთმა წელმა კარგად დაანახა ჩვენს ახალგაზრდობას თუ ვინ არის ის პიროვნება, ვის ჩამოსაყვანადაც მათ ზურგი აქციეს კანონიერ ხელისუფლებას და იდეური პლატფორმა გაუმაგრეს პუტჩისტებს. ახლა, ვგონებ ყველასთვის ნათელია, თუ რა მისიით იქნა იგი მოვლენილი საქართველოში და რას უქადის ჩვენს ქვეყანას მისი შემდგომი საქმიანობა პოლიტიკურ ასპარეზზე. დაქცეული საქართველო, დანგრეული და იავარქმნილი თბილისი, დაკარგული სამაჩაბლო და აფხაზეთი, კატასტროფის პირას მისული ეკონომიკა, ცრუ არჩევნები, ხელისუფლებაში დაბრუნებული ნომენკლატურულ-კომუნისტური მაფია კარგად მეტყველებს მის როლზე და ამოცანებზე. დღეს მის გვერდით მხოლოდ დოლარებზე გაყიდული "პოლიტიკოსები" და პარტოკრატი მაფიოზები დგანან.
უკანასკნელ ხანებში სანუგეშო ძვრებს ვხედავ ჩვენი ახალგაზრდობის აზროვნებაში ამ მიმართებით და იმედი მაქვს, რომ სტუდენტობა საბოლოოდ გაარჩევს თეთრსა და შავს, დაუბრუნდება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას და იხსნის საქართველოს დაღუპვისაგან.

მსურს აგრეთვე ყველას ვამცნო რომ ჩემი მიზანი არის არა თანამდებობის დაბრუნება, არამედ ჩვენს ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის, კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდობის ჯანსაღი ნაწილი კვლავ მხარში ამოგვიდგება საქართველოს ხსნისთვის ბრძოლაში.
1993 წლის თებერვალი“, - წერს გიორგი გამსახურდია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი