ვატო შაქარიშვილი: ვენესუელაში მომხდარი გაკვეთილად უნდა მივიღოთ - კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით იმ ბანაკს მივაკუთვნებთ საქართველოს, რომელიც რუსეთთან ომშია, აუცილებელია, დავიწყოთ მუშაობა ნეიტრალიტეტისთვის!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 იანვარი 2026, 16:16

ქართველ ლიბერდებილებს უხარიათ ვენესუელაში განხორციელებული ოპერაცია, რადგან ამ მოვლენის არც შინაარსი ესმით და არც მისი შესაძლო ეფექტი დანარჩენ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის განცხადებით, აშშ არასოდეს ყოფილა იმ წესების ერთგული, რომლებიც დიდწილად სწორედ მისივე შექმნილია, თუმცა ამჯერად, ბოლომდე ანგრევს აქამდე არსებულ წესრიგს.

რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, ქვეყანამ ვენესუელაში განვითარებული მოვლენები გაკვეთილად უნდა მიიღოს და სხვა კონტინენტზე არსებული ჰიპოთეტური მოკავშირის დახმარების იმედად, რუსეთთან ომში მყოფების ბანაკში არ უნდა იყოს.

„ქართველ ლიბერდებილებს უხარიათ ვენესუელაში განხორციელებული ოპერაცია, რადგან ამ მოვლენის არც შინაარსი ესმით და არც მისი შესაძლო ეფექტი დანარჩენ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე. ისეთი აღფრთოვანებულები არიან, როგორც ბავშვობაში ჰოლივუდური თრილერის ყურების შემდეგ ვიყავით ხოლმე. თანაც, ყველაზე კომიკური ისაა, რომ რეალურად საქართველოს სწორედ იმისკენ უბიძგებენ მთელი ეს წლებია, რამაც ვენესუელა ამ შედეგამდე მიიყვანა. როდესაც გყავს დიდი და ძლიერი მეზობელი, არ შეიძლება მასთან დაპირისპირებულ(მით უმეტეს, ომში მყოფ) ბანაკში აღმოჩნდე, სხვა კონტინენტზე არსებული ჰიპოთეტური მოკავშირის დახმარების იმედად.

აშშ არასოდეს ყოფილა იმ წესების ერთგული, რომლებიც დიდწილად სწორედ მისივე შექმნილია - „ამერიკული ბომბი ხომ ყოველთვის ტკბილი იყო და ცეცხლის ნაცვლად დემოკრატიას აღვივებდა“... მაგრამ ახლა არა მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების დეკლარაციით, არამედ კონკრეტული ქმედებებით აშშ ბოლომდე ანგრევს აქამდე არსებულ წესრიგს. ნარკოტიკების სარჩულად ამოდება განსაკუთრებული ცინიზმია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებისგან პოლიტიკურ ცინიზმს მიჩვეულია მსოფლიო. ნარკოტიკებისგან ქვეყნის დაცვა საზღვრის და ქვეყნის შიგნით კრიმინალის კონტროლის გზით არის შესაძლებელი და ეს ვერ იქნება სუვერენულ ქვეყანაში შეჭრის და მისი პრეზიდენტის გატაცების ლეგიტიმაციის საფუძველი. თუმცა, არც რეალური მიზანი დაუმალავს ტრამპს - საერთაშორისო სამართალი იმიტომ გადავჯეგეთ, რომ ვენესუელაში არსებულ ნავთობის მარაგებს ამერიკული კომპანიები დაპატრონებოდნენო.

ასეთია რეალობა და ამ მოცემულობას საქართველომ თვალი უნდა გაუსწოროს.

„უუხ, ეგრე მოუხდება მადუროს, მაგან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“, - მსგავსი ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და მომხდარი კიდევ ერთ გაკვეთილად მივიღოთ.

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით იმ ბანაკს მივაკუთვნებთ საქართველოს, რომელიც რუსეთთან ომშია. ამ მისწრაფებამ გახვია უკრაინა გამანადგურებელ ომში, ამ პოლიტიკამ მოგვიტანა 2008 წლის ომი და ტერიტორიების ოკუპაცია.

ამიტომ, აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი