ელისაშვილზე: მას შემდეგ, რაც მდინარაძეს ვირთხულად მიეპარა პარლამენტში, ქალაქში წყნარად არ გამოსულა. დაიღალა შიშით და გადაწყვიტა, ყველაზე წყნარ ადგილზე მოხვედრილიყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 იანვარი 2026, 17:48
ელისაშვილის გუშინდელი მორიგი მეშჩანური ლაპარაკის შემდეგ უდიდესი ალბათობით ამოვხსენი მისი სასამარლოს გადაწვის მოტივაცია:  მას შემდეგ, რაც მდინარაძეს ვირთხულად მიეპარა პარლამენტში, ქალაქში წყნარად არ გამოსულა. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვეულებრივმა გამვლელებმა დედა აგინეს და ვირთხა ეძახეს. დაცვით დაიწყო სიარული და არც ამან უშველა, მაინც აგინებდნენ, - წერს ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში.

როგორც ლატარია აღნიშნავს, ელისაშვილი გარეთ რომ იყო, ბოლო პერიოდში მდინარაძეს გაკვრითაც არ ახსენებდა და გუშინ, პირველივე პროცესზე კბენა დაუწყო. მისივე თქმით, ელისაშვილმა იცის, რომ ციხეში არავინ იკადრებს მასთან თავის გაყადრებას.

„ ელისაშვილის გუშინდელი მორიგი მეშჩანური ლაპარაკის შემდეგ უდიდესი ალბათობით ამოვხსენი მისი სასამარლოს გადაწვის მოტივაცია: მას შემდეგ, რაც მდინარაძეს ვირთხულად მიეპარა პარლამენტში, ქალაქში წყნარად არ გამოსულა. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვეულებრივმა გამვლელებმა დედა აგინეს და ვირთხა ეძახეს. დაცვით დაიწყო სიარული და არც ამან უშველა, მაინც აგინებდნენ. რაც მე ვიცი, მდინარაძემაც არ გაიკარა, არაფერს გერჩი, შენი თავი გაგჭირვებიაო - შეუთვალა, მაგრამ მაინც ვერ მოისვენა. ბოლო პერიოდში სასმელით სცადა დამშვიდება, მაგრამ როგორც ჩანს, არც ამან უშველა, დაიღალა შიშით და გადაწყვიტა, ყველაზე წყნარ ადგილზე მოხვედრილიყო. სხვა ახსნა მის საქციელს რომ არ ქონდა, ამაზე ყველა შეთანხმდა. 
გუშინდელი რა შუაშიაო - იკითხავთ. გარეთ რომ იყო, ბოლო პერიოდში მდინარაძეს გაკვრითაც არ ახსენებდა და გუშინ, პირველივე პროცესზე კბენა დაუწყო. იცის, რომ იქ რეალურად არავინ იკადრებს მასთან თავის გაყადრებას.“ - წერს ლატარია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი