ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 15 თებერვალი 2026, 15:38
გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ  ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი წერს სოციალურ ქსელში.

მეტრეველის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა დებატები გადაიყვანა შინაარსის ნაწილში, იქ სადაც მიწვეული განათლების დარგის “სპეციალისტები” ყველაზე სუსტები აღმოჩნდნენ, რამაც ნათლად გამოაჩინა  სხვაობა ოპონენტებს შორის.

“გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ  ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს.

განათლების დარგის ოთხი “სპეციალისტი” ყოველ ჯერზე, როცა ისინი ცდილობდნენ ემოციური სპექტაკლის მოწყობას, პასუხად იღებდნენ ციფრებს, ფაქტებს და კონკრეტულ მექანიზმებს. როცა საქმე რეალურ რეფორმებზე მიდგა, მათმა “ექსპერტობამ” უბრალოდ ვერ გაუძლო დეტალურ კითხვებს. აღმოჩნდა, რომ ხმამაღალი კრიტიკა ძალიან მარტივია, მაგრამ როცა გთხოვენ ალტერნატივას, სიჩუმე ისადგურებს.

ირაკლი კობახიძემ დებატები გადაიყვანა იქ, სადაც ოპონენტები ყველაზე სუსტები იყვნენ - შინაარსში. და სწორედ აქ გამოჩნდა სხვაობა: ერთი მხარე საუბრობდა სისტემურ ხედვაზე და შედეგებზე, მეორე - ზოგად უკმაყოფილებაზე.
გივი მიქანაძემ პრაქტიკულად დაშალა თითოეული ბრალდება ნაწილებად და აჩვენა, რომ ბევრი მათგანი ან ზედაპირული იყო, ან პოლიტიკურად მოტივირებული. 

ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, დისკუსია რამდენჯერმე უბრალოდ იქცა უხერხულ და კომიკურ მომენტებად, რადგან არაკომპეტენტურ  ოპოზიციონერებს  საკუთარი განცხადებების განმარტებაც კი უჭირდათ,”- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი