ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ეს კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 მაისი 2026, 11:41
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დრეფნის კონტექსტში. ქადაგიძემ განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად აღიქვამს: 

„თუ გვინდა ურთიერთობის ისევ დაწყება უკრაინასთან, გავათანაბროთ უფლებები, პატივი ვცეთ ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ“ - განაცხადა ქადაგიძემ. 

დეპუტატმა თქვა ისიც, რომ ბრიუსელი ცდილობს სომხეთის ცენტრად წარმოჩენას, თუმცა, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შუა დერეფნის ფუნქციონირება საქართველოს გარეშეა წარმოუდგენელი, მაშინ, როცა სომხეთს შავ ზღვაზე გასასვლელიც კი არ აქვს. 

„არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას ბიძინა ივანიშვილი ჰყავს დასანქცირებული. არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რაც არ უნდა გაიკვეთოს. მე დარწმუნებული ვარ, როცა პირველი კონტაქტი შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ზელენსკის შორის ერევანში, ნახსენები იქნებოდა ამგვარი წითელი ხაზები. ამის გარეშე, საუბარი უკვე უთანასწოროა უკრაინის მხრიდან - „მე შენი დიდი ძმა ვარ, როცა მინდა დაგასანქცირებ, როცა მინდა ომში წასვლას გთხოვ და გეტყვი, რომ წახვიდე აფხაზეთში და ტანკები დაქოქო. ხოლო, როცა პოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვს, სურათს გადავიღებ, ხელს ჩამოგართმევ“ - ასე არ გამოვა. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ისევ სწორი მიმართულებით წავა. თუ გვინდა ურთიერთობის ისევ დაწყება უკრაინასთან, გავათანაბროთ უფლებები, პატივი ვცეთ ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ. 

რაც შეეხება ბრიუსელს, ეტყობა კავკასიაში გავლენებს რომ კარგავს. აქედან გამომდინარე ვიხილეთ სომხეთში გააქტიურება და მასზე საუბარი შუა დერეფნის კონტექსტში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რუკას შევხედოთ: საქართველოს გარეშე შუა დერეფნის ფუნქციონირება ფიზიკურად წარმოუდგენელია. სომხეთს შავ ზღვაზეც კი არ აქვს გასასვლელი. რას ემსახურებოდა სომხეთის ცენტრად წარმოჩენა?! ბრიუსელს ადრე თუ გვიან მოუწევს საქართველოს როლის აღიარება. ჩვენ კარგად ვიცით, დღევანდელი ევროკავშირის ელჩი და გერმანიის ელჩი ტანდემში რომ მოქმედებენ და მსგავს განცხადებებს აკეთებენ. შეწყვიტეს ომის რიტორიკაზე საუბარი, მაგრამ ახლა ადამიანის უფლებებზე გადაერთვნენ - საუბრობდნენ კამიტზე და ბოლოს მივლენ დასკვნამდე, რომ უნდა შეწყვიტონ მსგავს ტონში საქართველოსთან საუბარი. ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი