ზაალ ანჯაფარიძე: მეოთხე დღე გავიდა, რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია - ევროპული მედია დუმს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
257 18 მაისი 2026, 00:15

მეოთხე დღე გავიდა - რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია. ადამიანებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ ძაღლებს დააგლეჯინეს. მეოთხე დღეა ვაკვირდები ევროპულ მედიას და ევროპელ პოლიტიკოსებს - არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია ამ გაუგონარ სისასტიკეზე, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ევროპული მედია დუმს, რაც არის ევროპისა და ევროპული ღირებულებების დეგრადაცია, განულება და ძალადობის დაკანონება.

მისივე შეფასებით, ეს დუმილი არის სრული კატასტროფა და როდესაც მედია დუმს, ეს ყველაზე დიდი განაცხადია - რომ მსგავსი გაუგონარი მეთოდებით ადამიანთა დარბევა ნორმაა.

„მეოთხე დღე გავიდა - რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია.

ადამიანებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ ძაღლებს დააგლეჯინეს. მეოთხე დღეა ვაკვირდები ევროპულ მედიას და ევროპელ პოლიტიკოსებს - არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია ამ გაუგონარ სისასტიკეზე.

რეალურად სწორედ ეს არის ევროპისა და ევროპული ღირებულებების დეგრადაცია, განულება და ძალადობის დაკანონება. ეს არის სრული კატასტროფა - როდესაც მსგავსი რამ ნორმად იქცევა, ხოლო ადამიანის უფლებათა დამცველები და მედია სდუმს, ეს დუმილი კი ყველაზე დიდი განაცხადია - რომ მსგავსი გაუგონარი მეთოდებით ადამიანთა დარბევა ნორმაა!“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი